მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„დროსტარება“ აპრილში ცუდ სიტუაციამდე მიგვიყვანს“ - ამირან გამყრელიძე

ამირან გამყრელიძე
1617092832
COVID-19

„დიდი შეკრებები და დიდი „დროსტარება“ აპრილში ძალიან ცუდ სიტუაციამდე მიგვიყვანს,“ - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს წევრების ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„არადა, სტაბილიზირებული იყო სიტუაცია და გაგვექცა, თუ არ დავიჭირეთ, განმეორდება ისევ ნოემბერი და დეკემბერი. ამიტომ, ყველას უმორჩილესად გთხოვთ, დავიცვათ წესები,“ - აღნიშნა მან.

გამყრელიძის თქმით, საზოგადოებასთან კომუნიკაცია პანდემიასთან დაკავშირებით უნდა გაძლიერდეს.

„ყველა ტელევიზია, ყველა მასობრივი მედიის საშუალება დაკავებული უნდა იყოს იმით, რომ ადამიანებს მოვუწოდოთ, რას ნიშნავს პანდემია და როგორ უნდა ვებრძოლოთ მას,“ - აღნიშნა მან.

აგრეთვე დაინტერესდებით:

🔺 „კვირის ბოლოს ველოდებით ჩინურ ვაქცინას“ - ჯანდაცვის მინისტრი

🔺 ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კოვიდვაქცინით 782 ადამიანი აიცრა