მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რა შემთხვევაშია აუცილებელი ბავშვების ჰოსპიტალიზაცია? - პედიატრის განმარტება

ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის პედიატრი კონსტანტინე ჩახუნაშვილი
1628153158
COVID-19

ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის პედიატრი კონსტანტინე ჩახუნაშვილი სატელევიზიო ეთერში აღნიშნავს, რომ ქვეყანაში ბავშვების კორონავირუსით ინფიცირების მაღალი მაჩვენებელია დაფიქსირებული.

„სუნთქვის გაძნელება, სისუსტე, მივარდნა, სითხეებს თუ დიდი რაოდენობით არ იღებს და აქვს ძლიერი ცხელება, ეს ყველაფერი შესაძლოა, ბავშვის ჰოსპიტალიზაციის ნიშანი იყოს. სახლში, ვინც აკვირდება ინფიცირებული ბავშვის მდგომარეობას, პირველ რიგში, ყურადღება უნდა მიაქციონ ყველა ამ არსებულ ნიშანს.

ასევე, ყურადღება უნდა მიაქციონ, რომ ბავშვები მაქსიმალურად იყვნენ წყლით მომარაგებული და მიიღონ ბევრი სითხე. მივაქციოთ ყურადღება ნებისმიერ სიმპტომს. სხვა რაიმე სახის მკურნალობა, რაც ამ ეტაპზე იქნებოდა დამტკიცებული, არ არსებობს.

ვაქცინაციის პროცესი ზრდასრულებში დაგვეხმარება, რომ ვირუსი სახლში არ მივიტანოთ და ბავშვები არ დაინფიცირდნენ“, - განაცხადა კონსტანტინე ჩახუნაშვილმა.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 როგორ უნდა მიხვდეს მშობელი, რომ ბავშვს კორონავირუსის დამამძიმებელი სიმპტომი აქვს და აუცილებელია ექიმის მიმართვა?

👉 „საქართველოში დელტა ვარიანტით ინფიცირებულთა 10% ბავშვია“

👉 „პროგნოზები საკმაოდ არასასიამოვნოა“