მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვარ თუ არა სრულად აცრილი ვაქცინის მესამე დოზის გარეშე? - Associated Press

აცრა
1632994776
COVID-19

ვარ თუ არა სრულად აცრილი COVID-19 ვაქცინის მესამე გამაძლიერებელი დოზის გარეშე? - დიახ, ადამიანები, რომლებმაც მიიღეს ვაქცინის ორი ან „ჯონსონი და ჯონსონის“ ერთი დოზა, სრულად ვაქცინირებულნი არიან - თუნდაც დამატებითი ვაქცინის გამაძლიერებელი მესამე დოზის გარეშე. ინფორმაციას Associated Press ავრცელებს.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრები აცხადებენ, რომ თქვენ სრულად ხართ აცრილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზის მიღებიდან ორი კვირის შემდეგ, აგრეთვე „ჯონსონის“ ერთი დოზის მიღების შემდეგ.

ვაქცინები გვთავაზობენ ძლიერ დაცვას სერიოზული დაავადებებისგან. მაგრამ აშშ-ის ჯანდაცვის ოფიციალური წარმომადგენლები ახლა საზოგადოებას ურჩევენ ვაქცინის მესამე დოზის მიღებას იმ ადამიანისთვის, რომლებიც მაღალ რისკ ჯგუფებს წარმოადგენენ.

CDC აცხადებს, რომ 50-დან 64 წლამდე ასაკის ადამიანები და 65 წელზე უფროსი ასაკის პირები, რომლებსაც აქვთ ჯანმრთელობის პრობლემები, როგორიცაა დიაბეტი ან გულის დაავადება, უნდა მიიღონ გამაძლიერებელი დოზები, იმ შემთხვევაში თუ სრულად არიან აცრილი „ფაიზერის“ ვაქცინით და ბოლო აცრიდან გასულია 6 თვე.

სააგენტომ არ გასცა რეკომენდაცია ვაქცინის გამაძლიერებელი დოზისთვის 18-დან 49 წლამდე ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანებისთვის, მაგრამ აღნიშნავს, რომ ადამიანებს შეუძლიათ ეს გადაწყვეტილება თავად მიიღონ.

იგივე შეიძლება ითქვას 18-დან 64 წლამდე ასაკის ადამიანებზე, რომელთა სამუშაოც მათ ინფექციის უფრო მაღალი რისკის ქვეშ აყენებს, როგორიცაა ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები, მასწავლებლები და საზოგადოებრივი გადაადგილების სფეროში მომუშავე პირები.

ადამიანებს, რომლებმაც მიიღეს „მოდერნას,“ ან „ჯონსონის“ ვაქცინები, ჯერ არ აქვთ უფლება გაიკეთონ მესამე დოზა, თუმცა ვარაუდობენ, რომ მათ გამაძლიერებელ დოზებს მალე დაამტკიცებენ.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წინააღმდეგობის მიუხედავად, ბრიტანეთმა და ისრაელმა ვაქცინის მესამე დოზა დაამტკიცეს.

იხილეთ აგრეთვე:

✅ინფიცირებიდან 6 თვის შემდეგ პაციენტთა 37%-ს ხანგრძლივი კორონავირუსის მახასიათებელი სიმპტომი აღენიშნებათ

✅ევროპის წამლის სააგენტო „ფაიზერის“ ვაქცინის მესამე დოზის გამოყენებაზე გადაწყვეტილებას 4 ოქტომბერს მიიღებს

✅აშშ-მა „ფაიზერის“ ვაქცინის მესამე დოზა 65 წლიდან ასაკისა და მაღალი რისკის ქვეშ მყოფი პირებისთვის დაამტკიცა