მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ეხმარება თუ არა ყნოსვის შეგრძნების დაბრუნებაში A ვიტამინი?

ყნოსვა
1633020459
COVID-19

ყნოსვის ან გემოვნების შეგრძნების დაკარგვა არის Covid 19–თან დაკავშირებული ორი სიმპტომი. დიდი ბრიტანეთის მკვლევარები ამბობენ, რომ A ვიტამინის ცხვირის წვეთებს შეეძლებათ განკურნონ ყნოსვის დაკარგვის ან შეცვლილი სურნელების შეგრძნების გამოსწორება. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ბრიტანელი მკვლევარები ამბობენ, რომ A ვიტამინის ცხვირის წვეთებს შეეძლებათ განკურნონ ის ადამიანები, ვინც კორონავირუსის შედეგად დაკარგეს ყნოსვის შეგრძნება ან დაუქვეითდათ სურნელების შეგრძნება.

12-კვირიანი კვლევა დაადგენს, შეუძლია თუ არა ცხვირის წვეთებს დაეხმაროს მათ.

ინგლისის უნივერსიტეტმა (UEA) განაცხადა, რომ ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა ვიტამინის პოტენციური სარგებელი და მკვლევართა გუნდი „შეისწავლის როგორ მუშაობს აღნიშნული მკურნალობა ვირუსებით დაზიანებული ცხვირის ქსოვილების აღდგენაში“.

რამდენიმე მოხალისე პაციენტი მიიღებს მკურნალობაში მონაწილეობას, ყველას მოეთხოვება შეიგრძნოს ისეთი სუნი, როგორიც აქვს მაგალითად დამპალ კვერცხებს და ვარდებს.

ტვინზე სკანირება შეამოწმებს, შეასრულა თუ არა ვიტამინმა დაზიანებული ყნოსვის აღდგენა.

ყნოსვის დაკარგვა ან შეგრძნების მოშლა არის Covid 19-ის საერთო სიმპტომი, თუმცა, ეს შეიძლება ბევრმა სხვა ვირუსმაც გამოიწვიოს, როგორიცაა გრიპი და მიუხედავად იმისა, რომ ადამიანების უმეტესობამ რამდენიმე კვირაში ბუნებრივად დაიბრუნა შეგრძნება, ბევრს დარჩა ყნოსვის შეგრძნების დარღვევები.

ზოგიერთმა ექსპერტთა საერთაშორისო ჯგუფმა ყნოსვის დაკარგვის სამკურნალოდ საზოგადოებას სტეროიდების გამოყენება ურჩია. ერთ-ერთმა ექსპერტმა, პროფესორმა კარლ ფილპოტმა ინგლისის სამედიცინო სკოლიდან განაცხადა, რომ „ძალიან ცოტა მტკიცებულებაა“ იმისათვის, რომ სტეროიდები დაგეხმარებიან ადამიანებს ყნოსვის შეგრძნების დაბრუნებაში.

„ამის ნაცვლად, მათ აქვთ „გვერდითი მოვლენები, როგორიცაა, სითხის შეკავება, არტერიული წნევა და სხვა პრობლემები“, - განაცხადა მან.

SKY NEWS-ის ინფორმაციით, მკვლევარებმა სხვა სახის ვარჯიში შემოგვთავაზეს. მათ გვირჩიეს რამდენიმე თვის განმავლობაში დღეში ორჯერ სულ მცირე ოთხი განსხვავებული სურნელის მქონე პროდუქტით ყნოსვის ვარჯიშების გაკეთება.

პროფესორმა ფილპოტმა თქვა, რომ ეს მეთოდი „მიზნად ისახავს ნეიროპლასტიურობაზე დაფუძნებულ გამოჯანმრთელებას - ტვინის უნარს, მოახდინოს საკუთარი თავის რეორგანიზაცია, ცვლილების ან დაზიანების კომპენსაციისთვის“.

A ვიტამინის კვლევა, რომელიც ფინანსდება ჯანმრთელობის კვლევის ეროვნული ინსტიტუტის მიერ, დეკემბერში დაიწყება.

იხილეთ აგრეთვე:

📣ინფიცირებიდან 6 თვის შემდეგ პაციენტთა 37%-ს ხანგრძლივი კორონავირუსის მახასიათებელი სიმპტომი აღენიშნებათ

📣ვარ თუ არა სრულად აცრილი ვაქცინის მესამე დოზის გარეშე? - Associated Press

📣ევროპის წამლის სააგენტო „ფაიზერის“ ვაქცინის მესამე დოზის გამოყენებაზე გადაწყვეტილებას 4 ოქტომბერს მიიღებს