„ვაქცინაციის პროცესი იქნება ეტაპობრივი, რაც შეეხება ვაქცინებს, ჩინურ ვაქცინას არ გააჩნია ამ პერიოდისთვის საკმარისი ინფორმაციული მასალა და სანდოობა. შესაბამისად, ჯანდაცვის სამინისტრო კატეგორიულად არ განიხილავს ამ ეტაპისთვის ჩინური ვაქცინის შემოტანას,“- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, როგორც კი გვექნება დასტური იმის შესახებ, თუ რა რაოდენობის ვაქცინის მოწოდებას შეძლებს COVAX პლატფორმა, ჩვენ ამასაც გავასაჯაროვებთ.
„ნებისმიერი პროცესი წარიმართება თანმიმდევრულად და აუცილებლად მიიღებს ჩვენი ყველა მოქალაქე საჭირო ვაქცინის რაოდენობას. მივყვებით იმ მოცემულ პროტოკოლს, რომელიც დღეს გვაქვს მოცემული მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ. COVAX პლატფორმიდან მოხდება pfizer-ის ვაქცინის ყიდვა,“ - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
🔶ინფორმაციისთვის, ჯანდაცვის მინისტრმა მანამდე განაცხადა, რომ საქართველო კორონავირუსის ვაქცინის გარკვეულ დოზას თებერვალში მიიღებს.
იხილეთ აგრეთვე:
„კოვაქს“ პლატფორმა მზად არის მოგვაწოდოს ვაქცინა სამედიცინო პერსონალისთვის“ - ჯანდაცვის მინისტრი
გაბუნია: განვიხილავთ Pfizer-ის, moderna-ს და AstraZeneca-ს ვაქცინების შემოტანის შესაძლებლობას
თენგიზ ცერცვაძე: ოპტიმალური იქნება, რომ pfizer-ის ვაქცინის მცირე რაოდენობა შემოიტანონ
დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულებს ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას ბრალს დღეს დაუზუსტებენ.
აშშ-ის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ჯანდაცვის მინისტრის მრჩევლის პოსტზე პენსილვანიის მთავარ ექიმს, ტრანსგენდერ რეიჩელ ლევინს წარადგენს. ამის შესახებ Washington Post იტყობინება.
PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.
„ბიძინა ივანიშვილის წასვლა, პიროვნულად, ძალიანაც არ მესიამოვნა და არ გამიხარდა. დარწმუნებული ვარ, უმრავლესობა ასეა. ახლა მეც ვგრძნობ და ყველა ირგვლივ, მოწოდებულია მეტი პასუხისმგებლობის გამოჩენისკენ, თუნდაც ერთმანეთის აზრის მეტად მოსმენისკენ, რადგან ყველაფერი ამის კოორდინატორი, შეიძლება ასე ითქვას, იყო ბიძინა ივანიშვილი“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა თეა წულუკიანმა სატელევიზიო ეთერში სტუმრობისას განაცხადა.
საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ზურაბ პოლოლიკაშვილს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის პოზიციაზე მეორე ვადით არჩევას ულოცავს.
საქართველოს კანდიდატი ზურაბ პოლოლიკაშვილი გაერო-ს მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელმა საბჭომ გენერალური მდივნის თანამდებობაზე მეორე ვადით აირჩია. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ლანჩხუთში შუახნის ქალს მატარებელი დაეჯახა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა.
მოსკოვის სასამართლომ ასტამურ ბუტბას და ნუგზარ პაპავას დაკავების ორდერი გასცა. ისინი „კანონიერი ქურდის“, ვაიჩესლავ ივანკოვის, მეტსახელად „იაპონჩიკის“ მკვლელობაში არიან ეჭვმიტანილები. ამის შესახებ "ინტერფაქსი" იუწყება.
ანალიტიკოს ვახტანგ ჭარაიას აზრით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, კით კრაჩის განაცხადება იმის თაობაზე, რომ საქართველოში აშშ-ის უმსხვილესი სახელმწიფო საფინანსო ორგანიზაციის, DFC-ის („განვითარების დაფინანსების კორპორაციის“), ოფისის გახსნა განიხილება, ჩვენს საინვესტიციო გარემოს სულ სხვა სიმაღლეზე გადაიყვანს.