მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ექიმები, რომლებიც ანტივაქსერულ პროპაგანდას ეწევიან, მკვლელობის ხელშემწყობები არიან“ - ზურაბ გურული

ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი
1628695485
COVID-19

ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმის ზურაბ გურულის განცხადებით, კორონავირუსის ვაქცინის საწინააღმდეგო პროპაგანდისთვის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ.

მისი თქმით, სახელმწიფომ ანტივაქსერი ექიმების მოქმედება უნდა გააკონტროლოს.

„უკვე გარკვეული პასუხისმგებლობა უნდა მიენიჭოს იმ ადამიანებს, რომლებსაც შესაბამისი ინტელექტიც აქვთ ამისთვის, ექიმებიც არიან და მიუწვდებათ ხელი ფართო მასებთან ურთიერთობაზე და უნდა გაკონტროლდეს მათი ანტივაქსერული პროპაგანდა.

შეგნებულად თუ შეუგნებლად, ათასი ჯურის, მათ შორის ოკუპანტი ქვეყნის სამსახურების მიერ გავრცელებულ ათას ფსიქოლოგიურ ხარა-ხურას, ვითომ მეცნიერულ მასალას იყენებენ და ამით აზომბირებენ უამრავ ადამიანს, რომლებიც მსხვერპლი ხდებიან. ასეთი ექიმები, ფაქტობრივად, მკვლელობის ხელშემწყობები არიან. იმ ადამიანების გარდაცვალებაზე, ვინც აუცრელი იყო, ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ მათ ეკისრებათ პასუხისმგებლობა“, - აღნიშნა ზურაბ გურულმა.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტიდან დაიწყო.

ამ დროისთვის, სრულად ვაქცინირებულია 210 776 ადამიანი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „შესაძლოა, 2022 წლის დასაწყისში მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 300 მილიონს გადააჭარბოს“ - ტედროს ადანომ გებრეისუსი

👉„ადამიანებს, რომლებმაც გარისკეს და გაიკეთეს ეს ვაქცინა, ეკუთვნით რომ პრივილეგირებულები იყვნენ“ - ზურაბ გურული

👉 „აცრილი ადამიანები ექსპერიმენტის მონაწილეები არ არიან“ - პროფესორი ზაალ კოკაია ფაიზერთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს