მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„შესაძლოა, 2022 წლის დასაწყისში მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 300 მილიონს გადააჭარბოს“ - ტედროს ადანომ გებრეისუსი

ჯანმო-ს ხელმძღვანელი
1628693451
COVID-19

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის, ტედროს ადანომ გებრეისუსის თქმით, მოსალოდნელია, რომ 2022 წლის დასაწყისში მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 300 მილიონს გადააჭარბოს. ამის შესახებ მან Twitter-ის გვერდზე აღნიშნა.

„გასულ კვირას, COVID 19-ის შემთხვევების რიცხვმა 200 მილიონს გადააჭარბა, სულ რაღაც ექვს თვეში მას შემდეგ, რაც მსოფლიოში 100 მილიონზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა.

ჩვენ ვიცით, რომ შემთხვევების რეალური რაოდენობა გაცილებით მეტია. მივაღწევთ თუ არა 300 მილიონს და რამდენად სწრაფად მოხდება ეს, ჩვენზეა დამოკიდებული. ახლანდელი ტემპების გათვალისწინებით, 300 მილიონი შემთხვევა მომავალი წლის დასაწყისში შეგვიძლია გადავლახოთ. თუმცა, ჩვენ შეგვიძლია ამის შეცვლა“, - განაცხადა ტედროს ადანომ გებრეისუსმა.

იხილეთ აგრეთვე:

„ვაქცინაციის სერტიფიკატების შემოღებამ დისკრიმინაცია არ უნდა გამოიწვიოს“ - ტედროს ადანომ გებრეიესუსი

✅„ავადმყოფების გაწერას ვეღარ ვასწრებთ, როცა სხვები შემოჰყავთ“ - პაატა იმნაძე

✅თამარ გაბუნია აღნიშნავს, რომ შესაძლოა საველე ჰოსპიტლების გახსნის საჭიროება წარმოიშვას