მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ერთადერთი გზა შეიძლება იყოს აუცრელი პირებისთვის PCR ტესტის პასუხის წარდგენის მოთხოვნა სამსახურებში“ - თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე
1634715711
COVID-19

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ვაქცინაციის მიმართ ტერმინი „სავალდებულოს“ გამოყენება ლეგიტიმური არ არის.

მისი თქმით, ერთადერთი გზა შესაძლოა იყოს აუცრელი პირისთვის PCR ტესტის პასუხის წარდგენის მოთხოვნის დაწესება.

„ჩემი აზრი შემიძლია მოგახსენოთ, რომ არცერთ სამედიცინო ინტერვენციასთან დაკავშირებით „სავალდებულო“ არ არის ლეგიტიმური ტერმინი და ამ შემთხვევაში ერთადერთი გზა შეიძლება იყოს რეგულაციების დაწესება ეპიდვითარებასთან მიმართებით, როდესაც პირს აქვს არჩევანის შესაძლებლობა, აიცრას ან წარმოადგინოს PCR ტესტის პასუხი.

ეს არის სწორი და ეთიკურად გამართლებული, დაბალანსებული მიდგომა, რომელიც შეიძლება იყოს გამოყენებული. ვალდებულება. ის, რომ ძალდატანებით მოხდეს რაიმე სიტუაციაში ადამიანის ვაქცინაცია, თეორიულადაც კი არ არსებობს ამის ალბათობა“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

როგორც მან განმარტა, PCR ტესტის პასუხის წარდგენის ვალდებულება იმ პირებისთვის, ვისაც ვაქცინის გაკეთება არ სურს, შესაძლოა, დაწესდეს კერძო კომპანიებში დამსაქმებლების მიერ, ან საჯარო სამსახურებში, უწყებების მიერ.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „გვინდა თუ არა, სავალდებულო ვაქცინაციის შემოღება მოგვიწევს“ - ამირან გამყრელიძე

👉 „საქართველოში გარდაცვალების რაოდენობა ძალიან მაღალია“ - თენგიზ ცერცვაძე

👉 „გრიპის და კორონავირუსის ერთმანეთზე თანდართვა იქნება ძალიან დიდი დარტყმა“ - ეპიდემიოლოგები

👉 „რამდენიმე დღეა ეპიდემიოლოგიური სიტუაცია გაუარესებულია“ - ინფექციონისტი

👉 ორი ვირუსი ერთდროულად სიკვდილის რისკს აორმაგებს - ჯენი ჰარისი

👉 „შესაძლებელია, ეს მეხუთე ტალღის დასაწყისი იყოს“ - თენგიზ ცერცვაძე ეპიდვითარებაზე