მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ევროპის წამლის სააგენტომ „მოდერნას“ ვაქცინის მესამე დოზის გამოყენებას მხარი დაუჭირა

ევროპის წამლის სააგენტომ „მოდერნას“ ვაქცინის მესამე დოზის გამოყენებას მხარი დაუჭირა
1634286009
COVID-19

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის მრჩეველთა ჯგუფმა კორონავირუსის საწინააღმდეგო „მოდერნას“ ვაქცინის გამაძლიერებელი დოზის 65 წლიდან ასაკის და მაღალი რისკის მქონე პირებში გამოყენებას მხარი დაუჭირა.

კომპანიის ცნობით, გამაძლიერებელი დოზის მიღება მეორე დოზის მიღებიდან, სულ მცირე, 6 თვეში უნდა მოხდეს.

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის ინფორმაციით, დამატებითი დოზა დამცავი ანტისხეულების რაოდენობას ზრდის და მძიმე ფორმით დაავადების ან დაინფიცირების რისკის ქვეშ მყოფ ადამიანებს უნდა მიეცეს.

ინფორმაციისათვის, აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მწარმოებელ Pfizer BioNTech-ის ვაქცინის მესამე დოზა 65 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებისთვის და დაავადების მაღალი რისკის მქონე პირებისათვის დაამტკიცა.

იხილეთ აგრეთვე: 👇

👉 ინფიცირებიდან 6 თვის შემდეგ პაციენტთა 37%-ს ხანგრძლივი კორონავირუსის მახასიათებელი სიმპტომი აღენიშნებათ

👉 აშშ-მა „ფაიზერის“ ვაქცინის მესამე დოზა 65 წლიდან ასაკისა და მაღალი რისკის ქვეშ მყოფი პირებისთვის დაამტკიცა

👉 ევროპის წამლის სააგენტომ ვაქცინების მესამე დოზის გამოყენება დაამტკიცა

👉 ვაქცინები 90%-ით ეფექტიანია კორონავირუსის მძიმე ფორმების წინააღმდეგ - კვლევა