მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვაქცინები 90%-ით ეფექტიანია კორონავირუსის მძიმე ფორმების წინააღმდეგ - კვლევა

„ასტრაზენეკას“ ახალმა პრეპარატმა არაჰოსპიტალიზებულ პაციენტებში სიკვდილიანობის რისკი შეამცირა
1633981569
COVID-19

კორონავირუსი საწინააღმდეგო ვაქცინაცია ამცირებს ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილის რისკს 90%-ით 50 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებში და ასევე, ეფექტიანია დელტას ვარიანტის წინააღმდეგ, - ამის შესახებ საფრანგეთში ჩატარებულ კვლევაშია ნათქვამი.

მკვლევრებმა 2020 წლის დეკემბრიდან შეგროვებული მონაცემები შეისწავლეს, როდესაც საფრანგეთმა ვაქცინაციის კამპანია დაიწყო და 11 მილიონი აცრილი ადამიანის მონაცემები 11 მილიონი არავაქცინირებული ადამიანის მონაცემებს შეადარეს.

„კვლევის შედეგები ცხადყოფს, რომ აცრილ ადამიანებს ჰოსპიტალიზაციის ან სიკვდილიანობის რისკი 9-ჯერ ნაკლები აქვთ, ვიდრე არავაქცინირებულებს“, - აცხადებს AFP ეპიდემიოლოგი მაჰმუდ ზურეიკი.

მეორე დოზის ინექციიდან 14 დღის შემდეგ, ჰოსპიტალიზაციის რისკი 90%-ით შემცირდა.

ვაქცინებმა, ასევე, ეფექტიანობა აჩვენეს დელტა ვარიანტის წინააღმდეგ 75 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებში - 84%, ხოლო 92% - 50-74 წლის პირებში.

დაკვირვება შეეხო შემდეგ ვაქცინებს: „ფაიზერი“ „მოდერნა“ და „ასტრაზენეკა“.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✅ ფაიზერის მესამე დოზა დელტა შტამისგან დაცვას მნიშვნელოვნად ზრდის

✅ 5-11 წლის ბავშვებისთვის „ფაიზერით“ ვაქცინაცია უსაფრთხოა - კვლევა

აშშ-მა „ფაიზერის“ ვაქცინის მესამე დოზა 65 წლიდან ასაკისა და მაღალი რისკის ქვეშ მყოფი პირებისთვის დაამტკიცა

„სინოვაკით“ და „სინოფარმით“ აცრილმა 60 წლიდან ზემოთ ასაკის პირებმა მესამე დოზა უნდა მიიღონ - WHO