მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გაბუნია: მუტაცია შეიძლება სხვაც იყოს, ყველაზე გამოკიდება რთული იქნება 

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე 2020
1609834423
COVID-19

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია განმარტავს, რომ კორონავირუსის ახალი შტამი, რომელიც საქართველოში გუშინ დადასტურდა, კლინიკურად იგივე სახით მიმდინარეობს, თუმცა, ის უფრო სწრაფად ვრცელდება. 

„უფრო მეტი სიფრთხილეა საჭირო, როგორც პირადი დაცვის საშუალებების გამოყენებით, აგრეთვე დაწესებული წესების დაცვის კუთხით ბიზნესგარემოში და სოციალური თავშეყრის ადგილებში, რაც აქამდეც ვიცოდით რომ უნდა გაგვეკეთებინა“,- აღნიშნა თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, ვისაც კორონავირუსის ახალი შტამი დაუდასტურდა, მისი ყველა კონტაქტი შესწავლილია და იმყოფებიან იზოლაციაში. ჩატარებულია ჩაღრმავებული ეპიდკვლევა.

„რაც შეეხება იმას, თუ რომელ ჯგუფს მეტად აზარალებს ეს შტამი, ამ ეტაპისთვის რაიმე მეცნიერული დასაბუთება არ გვაქვს, რომ ეს შტამი აქტიურად აზარალებს ახალგაზრდა ასაკის მოსახლეობას“,- აღნიშნა მინისტრის მოადგილე.

თამარ გაბუნიას განცხადებით, მნიშვნელოვანია არსებული რეკომენდაციების მკაცრი დაცვა - პირბადის ტარება, სოციალური დისტანცირება და ხელების ხშირი დაბანა.

კითხვაზე, ახალი შტამის დადასტურების შემდეგ იგეგმება თუ არა დამატებითი პრევენციული ღონისძიებების გატარება, მინისტრის მოადგილე პასუხობს:

„ახალი პრევენციული ზომები ამ შემთხვევაში ვერც იქნება გამოყენებული, მთავარი არის ის, რომ ის წესები რაც ვიცით, უნდა დავიცვათ.

მუტაცია შეიძლება სხვაც იყოს და ასე გამოკიდება ყველა მუტაციაზე ძალიან რთული იქნება. ამდენად თავის დაცვა, ინდივიდუალური ზომები ყველაზე მნიშვნელოვანია“,- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

აგრეთვე წაიკითხეთ:

💢 2 316 ინფიცირება, 382 გამოჯანმრთელება - ეპიდვითარება საქართველოში

💢 საქართველოში კორონავირუსით კიდევ 18 ადამიანი გარდაიცვალა