მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„გაწერის და ჰოსპიტალიზაციის კრიტერიუმები ოპტიმალური უნდა იყოს “ - რა გადაწყვეტილებები მიიღო კლინიკურმა საბჭომ

ინფექციურის დირექტორი
1619694583
COVID-19

ინფექციური პათოლოგიების და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე კლინიკური საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე საუბრობს.

როგორც კლინიკური საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ცერცვაძემ განაცხადა, სხდომაზე რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე მსჯელობა გაიმართა.

ცერცვაძის თქმით, დაიხვეწა და განახლდა პაციენტების ჰოსპიტალიზაციის და გაწერის კრიტერიუმი.

ცერცვაძე განმარტებას აკეთებს თუ რატომ უნდა იყოს ოპტიმალური პაციენტების ჰოსპიტალიზაციის და გაწერის კრიტერიუმი.

„რაც შეეხება განხილულ საკითხებს, დავხვეწეთ და განვაახლეთ ჰოსპიტალიზაციის და გაწერის კრიტერიუმი. ეს კრიტერიუმები პერიოდულად ახლდება და დამოკიდებულია იმაზე თუ როგორია აქტიური კოვიდშემთხვევების რაოდენობა ქვეყანაში.

დღეისთვის დაახლოებით 13 000-ია, რაც ბევრია, თუმცა ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ნოემბერ-დეკემბრის პიკის დროს გვქონდა 25 000. როგორ უნდა იმართოს ეს გაზრდილი ნაკადი, ისე რომ მოსახლეობა არ შეწუხდეს და არ შეიქმნას შეფერხებები და ხარვეზები, რომელიც მაინც იყო ჩვენს ქვეყანაში, აი, ამაზე იყო მსჯელობა.

ამისთვის გადამწყვეტია, რომ ოპტიმალური იყოს გაწერის და ჰოსპიტალიზაციის კრიტერიუმები. ჰოსპიტალიზაცია უნდა მოხდეს სადაც აუცილებელია, მაგრამ არ მოხდეს, იქ სადაც აუცილებელი არ არის და ტყუილად გადატვირთავს სტაციონარს.

ზუსტად ასეა გაწერაც. გაწერა უნდა მოხდეს ყველა იმ პაციენტის, რომელიც აღარ საჭიროებს ჰოსპიტალში ყოფნას და ტყუილად ადგილს იკავებს. მეორე მხრივ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს იმ პირების გაწერა, რომელიც ჯერ კიდევ საჭიროებს ჰოსპიტალში ყოფნას. დღეს მივიღეთ პრევენცია, რომ ეს სისტემა კიდევ უფრო გამართული გახდეს“, - აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.

👉 ინფორმაციისთვის, საქართველოში კოვიდ 19-ით ინფიცირების პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. ქვეყანაში 29 აპრილის მონაცემებით ვირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდებობა 308 8340-ს აჭარბებს.

ამავე თემაზე:

👉 „ალბათობა, რომ კორონავირუსის ინდური შტამი ფართოდ გავრცელდება, შედარებით ნაკლებია“- ცერცვაძე

👉 ივანე ჩხაიძე: არ ველოდებით ჯანმოს, ნებისმიერ შემთხვევაში, ვაქცინაცია უნდა დავიწყოთ

👉 საქართველოში კორონავირუსით კიდევ 18 ადამიანი გარდაიცვალა