მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ღამით გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნა აბსოლუტურად გაუმართლებელია“ - გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე
1617702340
COVID-19

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე აბსოლუტურად გაუმართლებელია ღამით გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნა. 

გაბუნია ამბობს, რომ ეპიდსიტუაცია უკიდურესად სარისკოა და ღამით მოძრაობის შეზღუდვა არის ერთ-ერთი ქმედითი მექანიზმი.

„დღეს ეპიდემიოლოგიური სიტუაცია არის უკიდურესად სარისკო, ამდენად ღამით მოძრაობის შეზღუდვა არის ერთ-ერთი ქმედითი მექანიზმი, რომელიც ჩვენ შემთხვევების უკონტროლო მატებისა და მობილობის კონტროლის საშუალებას გვაძლევს.

ასე რომ წმინდა ეპიდემიოლოგიური მოსაზრებებიდან გამომდინარე, ამ შეზღუდვის მოხსნა არის აბსოლუტურად გაუმართლებელი და ვფიქრობ, სამოქალაქო საზოგადოება უნდა იყოს პირველი, რომელიც თავად დაუჭერს მხარს ეპიდემიის გავრცელების რისკების შემცირებას“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე.

შეგახსენებთ, რომ გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 897 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 6 აპრილის მდგომარეობით 3,65%-ს შეადგენს. ბოლო 14 დღის - 1,94%, ბოლო 7 დღის - 2,32%-ი ინფიცირებულია პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც და ის თვითიზოლაციაში იმყოფება.

ამავე თემაზე:

👉 „როდესაც 2 %-ს გადაცდება ინფიცირების მაჩვენებელი უკვე მოგვიწევს აქტიურ ღონისძიებებს მივმართოთ“ - თამარ გაბუნია

👉 თამარ გაბუნია: თუ ესე გაგრძელდა, მოგვიწევს დავუბრუნდეთ შეზღუდვების იმ მენიუს, რაც გამოვიარეთ