მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„როდესაც 2%-ს გადაცდება ინფიცირების მაჩვენებელი, უკვე მოგვიწევს აქტიურ ღონისძიებებს მივმართოთ“ - თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე 2020
1617702122
COVID-19

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ ინფიცირების მაჩვენებელი როდესაც 2%-ს გადაცდება, მოგვიწევს კონკრეტული ღონისძიების მიღება. 

„დღეისათვის დადასტურებული ინფიცირების მაჩვენებელი ძალიან მაღალია, 2% არის ჩვენთვის ის მაჩვენებელი, რომელიც გვაძლევს შემსუბუქების საშუალებას, ხოლო უკვე როდესაც 2%-ს გადაცდება, 5 %- ს ვერ დაველოდებით. რა თქმა უნდა, იმიტომ, რომ უკვე საგანგაშო მდგომარეობა იქმნება.

როდესაც 2%-ს გადაცდება ინფიცირების მაჩვენებელი, უკვე მოგვიწევს მივმართოთ აქტიურ ღონისძიებებს“- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

შეგახსენებთ, რომ გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 897 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 6 აპრილის მდგომარეობით 3,65%-ს შეადგენს. ბოლო 14 დღის - 1,94%, ბოლო 7 დღის - 2,32%-ი

ინფიცირებულია პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც და ის თვითიზოლაციაში იმყოფება.

იხილეთ აგრეთვე:

✅„ეპიდსიტუაცია არის ძალიან საყურადღებო, იმატა დადებითობის მაჩვენებელმა“ - თამარ გაბუნია

✅„წელსაც მოგვიწევს აღდგომა მოკრძალებულად აღვნიშნოთ“ - ტიკარაძე

✅897 ინფიცირება, 196 გამოჯანმრთელება - ეპიდვითარება საქართველოში