მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თამარ გაბუნია: თუ ასე გაგრძელდა, მოგვიწევს დავუბრუნდეთ შეზღუდვების იმ მენიუს, რაც გამოვიარეთ

თამარ გაბუნია
1617701978
COVID-19

„ჯერჯერობით, უკვე დაწესებული ზომების პროცესის აღსრულებაზე ვსაუბრობთ, მაგრამ თუ ტენდენციები ამგვარად გაგრძელდა, ისევ მოგვიწევს, დავუბრუნდეთ შეზღუდვების იმ მენიუს, რაც გამოვიარეთ“,- ეს განცხადება ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ არსებულ ეპიდვითარებასთან დაკავშირებით გააკეთა.

როგორც თამარ გაბუნიამ განმარტა, ამ ეტაპზე მიმდინარეობს შემთხვევების მონიტორინგი, 2 კვირის ინტერვალით. დღეის მდგომარეობით, დამატებითი შეზღუდვების შემოღება არ იგეგმება, თუმცა ეს დამოკიდებული იქნება 2 კვირის შემდგომ არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე.

მინისტრის მოადგილემ ასევე განაცხადა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია უკვე დაწესებულ რეგულაციებზე მონიტორინგის გამკაცრება, გაფართოებული ტესტირების ჩატარება ე.წ ცხელ წერტილებში და მასობრივი შეკრებისაგან თავის შეკავება.

„პირველ რიგში, რაც არის უკიდურესად მნიშვნელოვანი, ესაა ტესტირების გაფართოებული პროგრამა, როგორც ბიზნეს გარემოში, ასევე უკვე დასახლებულ პუნქტებში, სადაც იკვეთება შემთხვევების მატება. კონტაქტების გამოვლენა იქ გრძელდება და აქტიური ტესტირების პროგრამა მიმდინარეობს.

მეორე, ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება ეს არის დაწესებული რეგულაციების ზედმიწევნით აღსრულება და ჩვენი შრომის ინსპექტირების სამსახური, ასევე სამართალდამცავი ორგანოები, ვინც ჩართულნი არიან აღსრულების პროცესში, მათ შორის პირბადის ტარების მონიტორინგი, რა თქმა უნდა ამ მონიტორინგს გააძლიერებენ, მაგრამ საზოგადოების პასუხისმგებლობის თემაც მნიშვნელოვანია.

უკიდურესად მნიშვნელოვანია დიდი თავყრილობების შეწყვეტა და მისი ჩატარება შეზღუდულ ფარგლებში, ეს არის ძალიან დიდი რისკი. ჯერჯერობით, უკვე დაწესებული ზომების პროცესის აღსრულებაზე ვსაუბრობთ, მაგრამ თუ ტენდენციები ამგვარად გაგრძელდა, ისევ მოგვიწევს, დავუბრუნდეთ შეზღუდვების იმ მენიუს, რაც გამოვიარეთ და აქედან მობილობის შეზღუდვის გარკვეული მექანიზმები ისევ გამოვიყენოთ“,- განაცხადა მან.

თამარ გაბუნიას თქმით, ცალსახაა, რომ დადებითობის მაჩვენებელმა მოიმატა. თუ ეს ტენდენცია შენარჩუნდა, უკვე არსებულ შეზღუდვებს დაემატება ლოკალურად, კონკრეტულ ცხელ წერტილში გადაადგილების შეზღუდვა, მობილობის შემცირების მიზნით.

„ნებისმიერ შემთვევაში, ეპიდემიის გავრცელების სურათი არის ცალსახა, ეს არის კლასტერული გავრცელება, თუ საქმე გვაქვს ინდივიდუალურ გავრცელებასთან, აქ აშკარად იკვეთება ეპიდემიოლოგიური სურათის გაუარესება.

ამ კვირის მანძილზე და კიდევ შემდეგი კვირა შევეცდებით, რომ ის ზომები, რაც არის, დამატებითი შეზღუდვების გარეშე აღსრულდეს. შემდეგ ისევ ეპიდემიოლოგიური სურათიდან გამომდინარე, მოგვიწევს ვიმსჯელოთ, რამდენად საჭიროა, რომ ადგილობრივ დონეზე დაწესდეს გარკვეული შეზღუდვები, რომელიმე დასახლებულ პუნქტში რომ მოხდეს ლოკალური შეზღუდვა, მობილობის შეზღუდვის სახით, მგზავრობის შეზღუდვაზე მაქვს საუბარი. მაგრამ ჯერჯერობით, ასეთი მკაფიო ცხელი კერები, გარდა იმ ერთეული კერებისა, რომლებიც იყო და სადაც აქტიური ტესტირება მიმდინარეობს, ცნობილი არ არის“,- განმარტა მინისტრის მოადგილემ.

შეგახსენებთ, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 897 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 6 აპრილის მდგომარეობით 3,65%-ს შეადგენს. ბოლო 14 დღის - 1,94%, ბოლო 7 დღის - 2,32%-ია.

აგრეთვე იხილეთ:

📌ირაკლი ღარიბაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა

📌463 თბილისი, 88 იმერეთი - ეპიდვითარება საქართველოს რეგიონებში

📌„ეპიდსიტუაცია არის ძალიან საყურადღებო, იმატა დადებითობის მაჩვენებელმა“ - თამარ გაბუნია