მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„გვინდა თუ არ გვინდა, მოგვიწევს ვაქცინაცია სავალდებულო გავხადოთ“ - ირაკლი ღარიბაშვილი (ვიდეო)

პრემიერ-მინისტრი
1628841354
COVID-19

„ამერიკის შეერთებული შტატები ყველაზე ძლიერი ქვეყანა, სექტემბერში უკვე საბოლოოდ დაამტკიცებს „ფაიზერის“ ვაქცინას, ვაქცინებს ზოგადად და გამოაცხადებს, რომ ყველა დონის ავტორიზაცია გაიარა ვაქცინებმა. ეს ნიშნავს იმას, რომ ამერიკა საკუთარი მოქალაქეებისთვის სავალდებულოს გახდის ვაქცინების მიღებას. შესაბამისად, ჩვენც, გვინდა თუ არ გვინდა, ამის გაკეთება მოგვიწევს“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ლაგოდეხში მერობის კანდიდატის წარდგენისას, ვაქცინაციაზე საუბრის დროს განაცხადა.

მისი თქმით, გლობალური ჩაკეტვებისა და „ლოქდაუნების“ გზით არცერთი ქვეყანა აღარ მიდის, რადგან ეს ეკონომიკაზე სერიოზულ გავლენას ახდენს.

მან მოქალაქეებს აცრისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ვაქცინაცია ადამიანს გარდაცვალებისგან იცავს.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 25 432-მა ადამიანმა გაიკეთა.

13 აგვისტოს მონაცემებით ჯამურად ჩატარდა 741 353 აცრა, სრულად ვაქცინირებულია 225 053 ადამიანი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „500 თავისუფალი საწოლი ნიშნავს იმას, რომ სამედიცინო სისტემა არის ზღვარზე“ - ივანე ჩხაიძე

👉 აშშ-ში დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე პირებში ვაქცინის მესამე დოზის გამოყენება დაუშვეს

👉 „ყველა ორსული ან ვისაც დაფეხმძიმება სურს, აუცილებლად უნდა აიცრას“ - გამყრელიძე