მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

იაპონიაში კორონავირუსის „ეტა“ ვარიანტის 18 შემთხვევა დადასტურდა

იაპონიაში  კორონავირუსის ეტა ვარიანტის 18 შემთხვევა დადასტურდა
1631381291
COVID-19

იაპონიის ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ იაპონიაში კორონავირუსის „ეტა“ ვარიანტის 18 შემთხვევა დადასტურდა.

„ეტა“ ვარიანტი პირველად გამოვლინდა ბრიტანეთში გასული წლის დეკემბერში. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ეს ვარიანტი სხვა მუტირებულ ვარიანტებს მარტში დაამატა.

არსებული ინფორმაციით, „ეტა“ ვარიანტი დაფიქსირებულია 70 -ზე მეტ ქვეყანაში, ძირითადად შეერთებულ შტატებსა და ევროპაში.

ჯანმომ კორონავირუსის ხუთი ვარიანტი დაასახელა. სიაში არსებული „ლამბდა“ ვარიანტი ძირითადად სამხრეთ ამერიკაშია გავრცელებული, „მიუ“ ვარიანტი სამხრეთ ამერიკასა და ევროპაში დაფიქსირდა, „კაპა“ ვარიანტი პირველად ინდოეთში გამოვლინდა, ხოლო „იოტა“ ვარიანტი ძირითადად სამხრეთ - ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში ფიქსირდება.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 არავაქცინირებულებში გარდაცვალების რისკი 11-ჯერ უფრო მეტია, ვიდრე სრულად ვაქცინირებულებში

👉 შესაძლებელია „მიუს“ ვარიანტი საქართველოშიც იყოს აღმოჩენილი

👉 „სამხრეთ აფრიკაში კორონავირუსის ახალი ვარიანტი C.1.2 გამოვლინდა“ - ზაზა წერეთელი