მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„იქ, სადაც არიან აცრილები, ადამიანები აღარ კვდებიან“ - პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე
1631384329
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ „პირველი არხის“ ეთერში, სიკვდილიანობის მაჩვენებელსა და არსებულ ეპიდსიტუაციაზე ისაუბრა.

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი აღნიშნავს, ეპიდსიტუაცია ჯერ კიდევ საკმაოდ რთულია.

„სიტუაცია ჯერ კიდევ რთულია. შემთხვევების რაოდენობის კლება არის, თუმცა ტემპი ნელია. მართალია, შემთხვევების რაოდენობა პრაქტიკულად, განახევრდა და უფრო ნაკლებიც არის, მაგრამ სამწუხარო რეალობაა, რომ პიკური მაჩვენებლებიდან, 2-3 კვირა გრძელდება სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლები.

სიკვდილიანობა სამწუხაროდ, მართლაც მაღალი გვაქვს, მაგრამ ლეტალობის მაჩვენებელი დაახლოებით იგივე, რაც იყო წინა ტალღების დროს. ეს სიმშვიდის საფუძველს, რა თქმა უნდა, არ იძლევა“, - აცხადებს პაატა იმნაძე.

ამასთან, პაატა იმნაძე ამბობს, რომ რეგულაციების მოხსნამ შესაძლოა, ინფიცირების კლების ტენდენცია შეანელოს.

პაატა იმნაძემ, ასევე, სხვადასხვა ქვეყნებში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა და აღნიშნა:

„მილიონ მოსახლეზე თუ გადავიანგარიშებთ, დღეს საქართველოზე მეტია ავადობა ისრაელსა და აშშ-ის ზოგიერთ შტატში, ბრიტანეთში კი, საქართველოს მსგავსი, მაგრამ განსხვავება ის არის, რომ ამ ქვეყნებში უკვე ბევრი ხალხია აცრილი და შესაბამისად, სიკვდილი აღარ არის. სიკვდილი აღარ არის და აი, ეს არის მთავარი და განმსაზღვრელი. იქ, სადაც არიან აცრილი, ადამიანები აღარ კვდებიან“, - დასძინა იმნაძემ.

აგრეთვე წაიკითხეთ:👇

👉 იაპონიაში კორონავირუსის „ეტა“ ვარიანტის 18 შემთხვევა დადასტურდა

👉 არავაქცინირებულებში გარდაცვალების რისკი 11-ჯერ უფრო მეტია, ვიდრე სრულად ვაქცინირებულებში

👉 ვაქცინაციის მაჩვენებელი თუ არ გაიზარდა, ახალშობილებს ვერ დავიცავთ