მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვაქცინაციის მაჩვენებელი თუ არ გაიზარდა, ახალშობილებს ვერ დავიცავთ - მაია ჩხაიძე

„რეანიმაციაში უფრო მეტად წლამდე ასაკის ბავშვები წვანან“
1631349452
COVID-19

ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მაია ჩხაიძემ სატელევიზიო ეთერში ბავშვებში გაზრდილ ინფიცირებაზე ისაუბრა. მისი თქმით, თუ ვაქცინაციის მაჩვენებელი არ გაიზარდა, ახალშობილებსა და ჩვილებს, ვერ დავიცავთ.

როგორც მაია ჩხაიძე აღნიშნავს, ბავშვებს ნიღბის გარეშე არ უნდა მივეკაროთ, რადგან ბევრს კორონავირუსი უსიმპტომო აქვს და არ იცის, რომ ინფექცია მის ორგანიზმში მიმდინარეობს.

ამასთან, მაია ჩხაიძე ამბობს, რომ კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი კვლავ მაღალია.

„მომართვიანობა შემცირებულია. რეანიმაციაში 22 პაციენტი წევს. მათ შორის ერთი არის ყველაზე მძიმე. არიან, ასევე, ბავშვთა ცერებრალური დამბლით 2 პაციენტი, რომელთა მდგომარეობა სტაბილურია. ერთი ჟანგბადდამოკიდებულია. ისიც მართვით სუნთქვაზე იყო და უკვე მოხსნილია. ასევე, გვყავს ახალშობილები, უკვე 18 და 17 დღის. 14 და 15 დღის იყვნენ როდესაც შემოვიდნენ, მათი მდგომარეობა სტაბილურია. აღარ აქვთ ცხელება და მათი მდგომარეობა ამჟამად სტაბილურად დამაკმაყოფილებელია. ჩვენთან სულ 110 ბავშვია მოთავსებული“, - აცხადებს მაია ჩხაიძე.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 მეცნიერებმა პერორალური თერმოსტაბილი e-VLP ვაქცინის გამოცდა დაიწყეს

👉 „მოდერნამ“კორონავირუსის და გრიპის საწინააღმდეგო ერთიან ვაქცინაზე მუშაობა დაიწყო