მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„იქნება ვირუსის მეოთხე ტალღა, მაგრამ ეს სწორედ იმ ფარგლეში მოხდება, როგორიც იყო მესამე ტალღა“ - ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგი
1623494163
COVID-19

ალერგოლოგ- იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოსი კორონავირუსის მეოთხე ტალღა მოსალოდნელია, თუმცა ეს არ იქნება დამაზიანებელი.

როგორც ბიძინა კულუმბეგოვი აღნიშნავს, მეოთხე ტალღა შემთხვევების მატების მიხედვით აუცილებლად იქნება. მისი თქმით, ამერიკის ჯანმრთელობის გაზომვების ინსტიტუტი აცხადებს, რომ საქართველოში შემთხვევების რაოდენობის მატება აგვისტოს მეორე ნახევრიდან დაიწყება.

„მაგრამ რადგანაც იმუნური ფენა დიდია უკვე საქართველოში, ბუნებრივადაც ბევრმა ადამიანმა გადაიტანა ეს ინფექცია, მეტ-ნაკლებად პირბადის ტარების კულტურა არსებობს, შენობების შიგნით მაინც, ვაქცინაციას გავლენა აქვს და კიდევ მეტად ექნება შემოდგომამდე, ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რომ ეს ტალღა იქნება, მაგრამ ის არ იქნება ისეთი დამაზიანებელი.

ჩვენს ქცევაზეც არის ბევრი რამ დამოკიდებული. ზაფხული გამოწვევაა. ჩვენ 2020 წელს ეს ვნახეთ, თუმცა ახლა მოცემულობა შეცვლილია. გადავიტანეთ ცუნამივით მეორე ტალღა, რომელმაც რეალურად ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლე წაგვართვა.

შესაბამისად, თუ ამ ყველაფერს გავითვალისწინებთ და ჩვენს საკუთარ შეცდომებზე ვისწავლით, ქცევასაც მივაქცევთ ყურადღებას, პირბადესაც და ვაქცინაციასაც სახელმწიფო მაქსიმალურად გაააქტიურებს, იქნება მეოთხე ტალღა, მაგრამ ეს იქნება სწორედ იმ ფარგლეში, რაც იყო მესამე ტალღა და შეიძლება, უფრო სუსტიც კი.

ჩემი მოლოდინით, შეიძლება იყოს მაქსიმუმ 1 000 ინფიცირებული დღიურად, მაგრამ სასურველია გვახსოვდეს, 1 000 ინფიცირებულიდან ვხედავთ რომ თითქმის 15-დან 30-მდე ადამიანი იღუპება და ეს 15 და 30 ადამიანის ოჯახური ტრაგედიაა. 1 000 ადამიანის დაავადება ყოველდღიურად არის ძალიან დიდი ციფრი ჩვენნაირი მომცრო ქვეყნისთვის. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მეოთხე ტალღა იყოს რაც შეიძლება მინიმალური და დანაკარგების გვქონდეს მინიმალური“ – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

ინფორმაციისათვის, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 794 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 22 ადამიანი, ხოლო 498 პირი გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 353443 -ს შეადგენს, საერთო ჯამში გარდაცვლილია 5034 ადამიანი, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 338318 პირი.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 1,95%, ბოლო 14 დღის - 2,64%, ბოლო 7 დღის - 2,32% -ია.

იხილეთ აგრეთვე:

✅„პირბადეს ჩვენ ვერ მოვიხსნით სანამ მოსახლეობის კრიტიკული მასა არ აიცრება“- ამირან გამყრელიძე

✅„იმის საფუძველი, რომ ეპიდვითარების კუთხით საქართველო მაღალი საშიშროების დონის ქვეყნად გამოცხადდეს, არ არსებობს“ - ივანე ჩხაიძე