მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

იმნაძე ვაქცინაციაზე: ძნელია წინასწარ განსაზღვრო ვისთან შეიძლება გამოვლინდეს ალერგიული რეაქცია

პაატა იმნაძე stopcov
1608044706
COVID-19

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, კორონავირუსი ცდილობს, რომ ადამიანთა პოპულაციაში თავისი ადგილი მოიპოვოს.

მისი თქმით, ახალი კორონავირუსი, რომელიც რამდენიმე დღეა რაც გამოჩნდა, უფრო მეტად გადამდებია ადამიანიდან ადამიანზე, მაგრამ არ არის აგრესიული და ლეტალობის გამომწვევი.

„როცა ვაქცინები ფართოდ დაინერგება, მერეც არ არის გამორიცხული, რომ ასეთი მუტაციები კვლავ გაჩნდეს“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

მან აგრეთვე ისაუბრა Pfizer და BioNTech-ის ვაქცინებზე.

„Pfizer და BioNTech-ის გამოყენებამ გამოიწვია გარკვეული გვერდითი მოვლენები, მაგრამ ამას პროცესს ვერ მივაბავთ, რადგან გამოსაკვლევია. ამ ყველაფერს კვლევები დაადგენს.

ძალიან ძნელია წინასწარ განსაზღვრო ვისთან შეიძლება გამოვლინდეს ალერგიული რეაქცია. ვაქცინა პირველ რიგში იმ ქვეყნებს ექნებათ, რომლებიც თვითონ აწარმოებენ.

ჩვენ ვემზადებით ვაქცინის მიღების სამივე სცენარისთვის, იქნება ეს მისი -20 გრადუსზე შენახვა თუ ჩვეულებრივ მაცივარში“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

როგორც მან აღნიშნა, რაც უფრო ნაკლები ინფიცირებული იქნება, მეტად ნაკლები მსხვერპლი გვეყოლება.

„ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ რაც შეიძლება ნაკლები გარდაცვლილი იყოს“, - დასძინა პაატა იმნაძემ სატელევიზიო ეთერში საუბრისას.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 44 ადამიანი გარდაიცვალა

3 837 ინფიცირება, 3105 გამოჯანმრთელება - კორონავირუსის ახალი შემთხვევების სტატისტიკა