მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

იმუნიზაციის საბჭო „სინოფარმის“ გამოყენების საკითხზე იმსჯელებს

სინოფარმის ვაქცინა
1618551392
COVID-19

საქართველოში ჩინური წარმოების ვაქცინის „სინოფარმის“ 100 000 დოზის გამოყენებაზე იმუნიზაციის საბჭო დღეს იმსჯელებს.

როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, საბჭო გადაწყვეტილებას კონსენსუსის საფუძველზე მიიღებს და თავად საკუთარ პოზიციას სწორედ საბჭოს სხდომაზე დააფიქსირებს.

ქვეყანას ამ დრომდე არ გამოუყენებია ვაქცინა, რადგან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ავტორიზაცია ჯერ არ მიუნიჭებია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი 15 მარტიდან დაიწყო და ქვეყანაში აცრა ორი ვაქცინით „ასტრაზენეკათი“ და „ფაიზერით“ მიმდინარეობს.

საქართველომ, ასევე, მიიღო „სინოფარმის“ ჩინური ვაქცინა, რომლის გამოყენებისთვისაც ჯანდაცვის სამინისტრო ჯანმოს მიერ ვაქცინის აღიარებას ელოდება.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „79%-ით ეფექტიანობა ნიშნავს, რომ „სინოფარმი“ ყოველი 5 აცრილიდან 4-ს დაიცავს“

👉 „ჩინური „სინოფარმით“ 40 მლნ-ზე მეტი ადამიანია აცრილი და მის სანდოობაზე კითხვები არ ისმის“