მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ვაქცინაციის წყალობით, დიდ ბრიტანეთში სიკვდილიანობის მაჩვენებელი მინიმუმამდე დავიდა“ - გამყრელიძე

NCDC-ის დირექტორი
1617605035
COVID-19

„კორონავირუსთან ბრძოლაში ჩვენი იარაღი ფართოვდება. ახლა უკვე „სინოფარმის“ მიერ წარმოებული ვაქცინა გვაქვს ქვეყანაში. ვფიქრობ, რომ ვაქცინების მრავალფეროვნება აცრის პროცესს ხელს შეუწყობს“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი განმარტებით, ბოლო მონაცემებით, დიდ ბრიტანეთში ვაქცინაციის წყალობით კორონავირუსით გარდაცვალების მაჩვენებელი მინიმუმამდე შემცირდა.

„ქვეყნებში, როგორიცაა ისრაელი, დიდი ბრიტანეთი და კიდევ რამდენიმე, სადაც ვაქცინაცია ინტენსიურად მიმდინარეობს, მძიმე შემთხვევებისა და გარდაცვალების მაჩვენებელმა მნიშვნელოვნად იკლო. დიდი ბრიტანეთში სიკვდილიანობა მინიმუმამდე დავიდა იმის გამო, რომ ვაქცინაციის პროცესი ფართოდ მიმდინარეობს და იქ ვაქცინის პირველი დოზა უკვე გაიკეთა მოსახლეობის 50%-მა“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, ეპიდვითარება უარესდება როგორც ევროკავშირში, ისე საქართველოში და პანდემიის შეკავების ერთადერთი საშუალება არის ვაქცინაცია.

მან ის ქვეყნები დაასახელა, სადაც ამ დროისთვის ყველაზე მეტი ადამიანია აცრილი.

„ეპიდვითარება უარესდება, ამიტომ ჩვენ უნდა მოვახერხოთ, რომ ვაქცინაციით ეს პროცესი შევაკავოთ. აშშ-ში უკვე აცრილია 165 მლნ, ჩინეთში - 136 მლნ, ევროკავშირი - 79 მლნ, ინდოეთში 75 მლნ, გაერთიანებული სამეფოში - 37 მლნ. მსოფლიოში აცრების საერთო რაოდენობა უკვე 638 მილიონია და სწორედ ვაქცინაციაზეა დამოკიდებული რამდენად შეჩერდება პანდემია“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი 15 მარტიდან დაიწყო და ქვეყანაში აცრა ორი ვაქცინით „ასტრაზენეკათი“ და „ფაიზერით“ მიმდინარეობს.

საქართველომ ასევე მიიღო „სინოფარმის“ ჩინური ვაქცინა, რომლის გამოყენებისთვისაც ჯანდაცვის სამინისტრო ჯანმო-ს მიერ ვაქცინის აღიარებას ელოდება.

აგრეთვე წაიკითხეთ:

დღეიდან 55 წელს გადაცილებული მოქალაქეების კორონავირუსზე აცრა იწყება

„დაიწყო ე.წ. კლასტერული გავრცელება, შეიმჩნევა ეპიდვითარების გაუარესება“ - ამირან გამყრელიძე

„აჭარა ტექსტილის“ კლასტერი გაფართოვდა - ზუგდიდიში კორონავირუსი კიდევ 11 პირს დაუდასტურდა