მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

ინფექციონისტი: მოსალოდნელია კოვიდინფიცირების მატება

ექიმი მარინა ენდელაძე
1599827734
COVID-19

„მეორე ტალღაზე გადავედით ისე, რომ პირველი არ დამთავრებულა“, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ განაცხადა.

ექიმი კოვიდინფიცირების ახალ შემთხვევებს მომატებულ კლასტერებსა და მოქალაქეების აქტივობებს უკავშირებს. ენდელაძე ამბობს, რომ ვირუსით ინფიცირების შემთხვევები კიდევ მოიმატებს.

„ტესტირების რაოდენობა არ გაიზრდებოდა, ამის მიზეზი რომ არ ყოფილიყო. მომატებული კლასტერები, ძალიან დიდი რაოდენობით ქალაქგარეთ აქტივობებია, განსაკუთრებით კი აჭარაში, სწორედ ამან განაპირობა. ამ ეტაპზე ძალიან დიდი რაოდენობით მატება გვაქვს. პირველი ტალღა არ იყო დამთავრებული, მეორე რომ დაიწყო. ვფიქრობ, მოსალოდნელია ვირუსის კიდევ უფრო მატება“, - აღნიშნა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში მარინა ენდელაძემ.

ინფორმაციისთვის, დღეს, 11 სექტემბერს საქართველოში კოვიდინფიცირების 87 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა.