მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ინფიცირებულთა რაოდენობა საკმაოდ მაღალია, რაც ეპიდსიტუაციას ამწვავებს“ - ივანე ჩხაიძე

ივანე ჩხაიძე
1629264578
COVID-19

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ სატელევიზიო ეთერში, ვაქცინაციის ტემპსა და არსებულ ეპიდსიტუაციაზე ისაუბრა.

„ტემპი არ არის საკმარისი, ვინაიდან ინფიცირებულთა რაოდენობა საკმაოდ მაღალია, რაც ეპიდსიტუაციას ამწვავებს. ამიტომ თვის განმავლობაში ერთი მილიონი ადამიანი უნდა აიცრას, რათა ეპიდვითარება შედარებით დასტაბილურდეს.

თუ გავითვალისწინებთ როგორ მოიმატა ბოლო დღეების განმავლობაში შემთხვევების რაოდენობამ, ალბათ, საქართველოსთვის უკვე ოპტიმალური ვარიანტი იქნება როგორმე მოვახერხოთ და მივაღწიოთ ერთი მილიონი ადამიანის ვაქცინაციას ერთი თვის განმავლობაში, რაც ნიშნავს 30-35 ათასი ადამიანის მისვლას ყოველდღიურად ვაქცინაციის ცენტრებში“, - აცხადებს ივანე ჩხაიძე.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „ცუდად არის საქმე, დღედაღამ უნდა ილოცო, სამედიცინო დაწესებულებაში არ მოხვდე“

👉 „უბედურ დღეში ვართ, რა ექეიფება და რა ეტაშფანდურება ამ ხალხს“

👉 „კლინიკაში მყოფების 95% აუცრელია“

👉 ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო ხდება