მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„თუკი არ გინდათ აცრის გაკეთება, მაშინ კეთილი ინებეთ, არ გამოხვიდეთ საზოგადოებაში“ - ლია გოლიაძე

„ის, რომ არ გინდათ აცრის გაკეთება, მაშინ კეთილი ინებეთ, არ გამოხვიდეთ საზოგადოებაში“
1629273564
COVID-19

ბოჭორიშვილის კლინიკის მოზრდილთა ინფექციური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ლია გოლიაძემ სატელევიზიო ეთერში, ქვეყანაში არსებულ მძიმე ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე ისაუბრა და ვაქცინაციის მოწინააღმდეგეებს მიმართა.

„თუ ინფიცირებულთა რაოდენობის მატება გაგრძელდება დიდხანს, საველე ჰოსპიტლების გახსნა გარდაუვალი გახდება. დღევანდელ პირობებში გამოცდილი ექთნის შოვნა არის ძალიან რთული. გადატანილი დაავადებაც არ არის ინდულგენცია ამ დავალებისგან თავის დაცვის, რადგან მოდის ინდური შტამი, რომლის მიმართაც ჩვენი ანტისხეულები, ვისაც გადატანილი აქვს ვირუსი, არ მუშაობს.

რაც გვაქვს საუკეთესო, გავაკეთოთ ის - ავიცრათ. გადავირჩინოთ ჩვენი თავი, ახლობლები, მეგობრები. ის, რომ არ გინდათ აცრის გაკეთება, მაშინ კეთილი ინებეთ და შეიზღუდეთ ისე, რომ არ გამოხვიდეთ საზოგადოებაში. ნუ დაარღვევთ იმ წესებსა და მოწოდებებს, რომელიც არის ამ პანდემიისას. თუ არ გექნებათ არანაირი კონტაქტი არავისთან, ნუ აიცრებით, იყავით ჩაკეტილები 4 კედელში“, - განაცხადა ლია გოლიაძემ.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „ცუდად არის საქმე, დღედაღამ უნდა ილოცო, სამედიცინო დაწესებულებაში არ მოხვდე“

👉 „უბედურ დღეში ვართ, რა ექეიფება და რა ეტაშფანდურება ამ ხალხს“

👉 „კლინიკაში მყოფების 95% აუცრელია“