მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სუმია სვიმინატანი: ინდური შტამი გლობალურად დომინანტი ვარიანტი ხდება

ჯანმო აფხაზეთში წარმომადგენლობის გახსნას გეგმავს
1624032960
COVID-19

ინდოეთში გამოვლენილი კორონავირუსის ახალი შტამი გლობალურად დომინანტი ხდება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარმა მეცნიერმა განაცხადა.

„დელტას ვარიანტი აპირებს გახდეს დომინანტური ვარიანტი გლობალური მასშტაბით, მისი გადაცემის გაზრდილი შესაძლებლობების გამო“, - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარმა მეცნიერმა სუმია სვიმინატანმა.

შეგახსენებთ, საქართველოში ინდური შტამი 27 მაისს დაფიქსირდა დაფიქსირდა.

ინფორმაციისთვის, მსოფლიო მასშტაბით კოვიდინფექციის რამდენიმე შტამია გავრცელებული. გავრცელებულ შტამებს შორის არის ბრიტანული, სამხრეთ აფრიკული, ბრაზილიური და ინდური შტამი.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის განსაკუთრებით საშიში პათოგენების ჯგუფის ხელმძღვანელი რიჩარდ პიბოდი აცხადებს, რომ ვირუსს ცვალებადობა ახასიათებს და ეს გასაკვირი არ უნდა იყოს.

პობოდის განცხადებით, COVID-19 აგრძელებს გავრცელებას და უფრო მეტი ახალი ვარიანტი გამოჩნდება. მათი უმრავლესობა უმნიშვნელო იქნება.

ინდურ შტამს უფრო სწრაფად შეუძლია დააზიანოს სამიზნე ორგანო.

აგრეთვე წაიკითხეთ:

რით განსხვავდება კორონავირუსის ინდური შტამი სხვა შტამებისგან? - თენგიზ ცერცვაძის განმარტება

„ინდური შტამის შემთხვევების მომატების რისკი არსებობს, მაგრამ ამისგან მტრის ხატი არ უნდა შევქმნათ“

რა სიმპტომებით ვლინდება ინდური შტამი?