მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

იტალიაში ინდოეთიდან შესულ ადამიანებზე შეზღუდვები წესდება

კორონავირუსი
1619369453
COVID-19

იტალია იმ ქვეყანათა რიცხვს შეუერთდა, სადაც ინდოეთიდან ჩასულ ადამიანებზე გარკვეული შეზღუდვებია დაწესებული - ამის შესახებ ინფორმაციას როიტერი ავრცელებს.

როგორც იტალიის ჯანდაცვის მინისტრმა, რობერტო სპერანცამ განაცხადა, მან ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც ბოლო 14 დღის განმავლობაში ინდოეთში იმყოფებოდნენ, ქვეყანაში არ შემოუშვებენ.

რაც შეეხებათ, იტალიის მოქალაქეებს, მათ ტესტირების ჩატარება და კარანტინის გავლა მოუწევთ.

ინფორმაციისთვის,ინდოეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 349 313 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ქვეყანაში, ბოლო 24 საათში, ვირუსს 2 761 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ინდოეთში, პანდემიის დაწყების დროიდან, კოვიდ 19-ით ინფიცირების 17 მილიონამდე შემთხვევაა დადასტურებული და დაღუპულია 192 310 ადამიანი.

ამავე თემაზე:

📌ინდოეთში კორონავირუსის მორიგი რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა