მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჯანმოს გამოძიება კოვიდ 19-ის პანდემიის წარმოშობის შესახებ არ უნდა იყოს პოლიტიზებული

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გამოძიება კოვიდ 19-ის პანდემიის წარმოშობის შესახებ არ უნდა იყოს პოლიტიზებული
1611876720
COVID-19

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გამოძიება კოვიდ 19-ის პანდემიის წარმოშობის შესახებ არ უნდა იყოს პოლიტიზებული, - ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა. 

„ნებისმიერი ქმედება ცრურწმენის, უარყოფითი სპეკულაციების ან ინტერპრეტაციების პოლიტიზირების მცდელობა არასათანადოა და დაბრკოლებას შეუქმნის ჯანმოს საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფის სამეცნიერო თანამშრომლობას ჩინეთში, ვირუსის წარმოშობის მოკვლევა რთული სამეცნიერო საკითხია და ის უნდა შეისწავლონ მეცნიერებმა საერთაშორისო სამეცნიერო კვლევით“,- აღნიშნა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟაო ლიჯიანმა.

ჟაო ლიჯიანის თქმით, გამოძიების მიზანია ხელი შეუწყოს ვირუსის წარმოშობის გაგებას, რათა მომავალში თავიდან აცილებული იქნას შესაძლო რისკები.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა. შემდეგ კი, მთელ მსოფლიოში გავრცელდა.