მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჯანმო: ჩინეთი კორონავირუსის შემსწავლელი მისიის წარმომადგენელთა უჰანში ჩასვლას აფერხებს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია
1609916679
COVID-19

COVID-19 ვირუსის წარმოშობის შემსწავლელი მისიის საერთაშორისო სამეცნიერო ჯგუფის წევრებმა თავიანთი ქვეყნებიდან ჩინეთში გაემართნენ წერია  ჯანდაცვის  მსოფლიო ორგანიზაციის  განცხადებაში.

ეს იყო შეთანხმება ჯანმოს, ჩინეთის მთავრობასა და იმ ქვეყნებს შორის, რომელთა გუნდი უჰანისკენ მიემგზავრებოდა. დღეს გაირკვა, რომ ჩინეთის ოფიციალურ პირებს ჯერ არ დაუსრულებიათ ჩინეთში ჩასვლისთვის საჭირო ნებართვების გაცემა.

მეცნიერთა მხოლოდ ორმა წევრმა შეძლეს ქვეყანაში შესვლა და ნებართვის აღება კვლევის საწარმოებლად. სხვებმა ვერ შეძლეს გამგზავრება რადგან ჩინეთის მთავრობა აფერხებს მათ გადაადგილებას ქვეყანაში.

„ჩვენ დიდი სურვილი გვაქვს, მისია რაც შეიძლება მალე დავიწყოთ. - წერია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებაში.

ინფორმაციისთვის დაგეგმილი იყო 10 საერთაშორისო მეცნიერისგან შემდგარი ჯგუფი, ჩინეთის ქალაქ ვუჰანში ჩასულიყო კორონავირუსის წარმოშობის შესასწავლად. ჩინეთი დამოუკიდებელ გამოძიებას არ ეწინააღმდეგებოდა, თუმცა მიმდინარეობდა მოლაპარაკება ქვეყნის წარმომადგენლებთან WHO ქალაქში შესასვლელად.

იხილეთ აგრეთვე:

☢მეცნიერები ჩინეთში კორონავირუსის წარმოშობას შეისწავლიან