ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ მან მიაღწია შეთანხმებას Pfizer / BioNTech–თან და შესაძლებელია თებერვალში დაიწყოს ვაქცინების მიწოდება ღარიბი და დაბალი საშუალო შემოსავლის ქვეყნებში.
„ამ სამყაროში ჩვენ ისეთივე დაცულები ვართ, როგორც ჩვენი მეზობელი, რომელსაც აქვს ვაქცინა”, - თქვა Pfizer– ის აღმასრულებელმა დირექტორმა ალბერტ ბურლამ და ოფიციალურად გამოაცხადა გარიგების შესახებ.
ბურლას თქმით, უფრო მეტი დოზის მიღება შესაძლებელია მომავალში COVAX პროგრამის საშუალებით.
როგორც ორგანიზაციის დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა, ვაქცინების მილიონობით დოზის მიწოდების მიზნით, კონტრაქტი უკვე გაფორმდა „ფაიზერთან“ და „ასტრაზენეკასთან“.
მისივე თქმით, ვაქცინების დისტრიბუცია „კოვაქსის“ინიციტივის ფარგლებში დაიწყება, რომელიც კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების ყველა ქვეყნისთვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.
„დღეს მე მოხარული ვარ გამოვაცხადო, რომ COVAX-ის ინიციატივის ფარგლებში, ხელი მოვაწერეთ „ფაიზერთან“ ხელშეკრულებას, ვაქცინის 40 მილიონი დოზის მიღებასთან დაკავშირებით. დამატებით 150 მილიონ დოზას ველოდებით კომპანია „ასტრაზენეკასგან“. ამ ვაქცინის დარიგება დაიწყება ამ წლის პირველ კვარტალში. ეს ნიშნავს, რომ „კოვაქსის“ ფარგლებში ვაქცინების მიწოდება შეიძლება, თებერვალში დაიწყოს“, – განაცხადა ტედროს ადანომ გებრეისუსმა.
იხილეთ აგრეთვე:
❗ინფიცირება 998, გამოჯანმრთელება 1 892 - ეპიდვითარება საქართველოში
❗მირან გამყრელიძე: პირველ კვარტალში 500 000 დოზა „ასტრაზენეკას“ ვაქცინას ველოდებით
❗თამარ გაბუნია: საქართველოს შეუძლია მიიღოს ნებისმიერი ტემპერატურული მოთხოვნის ვაქცინა
გაერთიანებული ოპოზიციის მიერ დაგეგმილი აქცია-მსვლელობა ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის მიმდებარე ტერიტორიიდან უკვე დაიწყო.
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კატეგორიულად დაგმო სომხეთში 25 თებერვალს მომხდარი სამხედრო გადატრიალების მცდელობა. ამის შესახებ Report.az იუწყება.
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი პიკეტირებასთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს ოპოზიციის მხრიდან გადადგმული სასოწარკვეთილი ნაბიჯია.
თაკო ჩარკვიანმა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ოპოზიციამ ბრძოლა უნდა გააგრძელოს გარკვეული კორექტირებებით.
წელიწადზე მეტია რაგბის კავშირს პრეზიდენტი არ ჰყავს. საპრეზიდენტო არჩევნები არა ერთხელ გადაიდო. ბოლოს ჩანიშნული არჩევნები კი ხმაურის ფონზე გაიმართა, რომელიც ქვორუმის ვერშედგენის გამო კვლავ გადაიდო.
ოპოზიციის მხარდასაჭერი აქციის მონაწილეთა ნაწილი პარლამენტთან რჩება და კარავს გზის სავალ ნაწილზე შლის.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განცხადებით, საქართველოს შეუძლია მთიანი ყარაბაღის აღდგენაში მონაწილეობა მიიღოს. ამის შესახებ Report.az იუწყება.
იანვარში ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ საშუალოდ 3.2864-დან 3.2973-მდე, ანუ 0.3 პროცენტით, ხოლო ევროს მიმართ საშუალოდ 3.9969-დან 4.0186-მდე, ანუ 0.5 პროცენტით გაუფასურდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი საქართველოში ავსტრიის ელჩს ტომას მუჰლმანს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.