მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჯანმოს დირექტორი ყველა მთავრობას მოუწოდებს, პანდემიის წარმოშობის მიზეზების დადგენის დაჩქარების მიზნით ითანამშრომლონ

ტედროს ადანომ გებრეიესუსი
1628841409
COVID-19

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ყველა მთავრობას მოუწოდებს, პანდემიის წარმოშობის მიზეზების დადგენის დაჩქარების მიზნით ითანამშრომლონ. ამის შესახებ მან Twitter-ის გვერდზე აღნიშნა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კვლავ აცხადებს, რომ კორონავირუსის წარმოშობის დადგენა არ არის და არ უნდა იყოს გადაბრალების, თითის გაშვერის ან პოლიტიკური ქულების დაწერის თამაში“, - განაცხადეს ორგანიზაციაში.

ჯანმო მიმართავს ყველა მთავრობას, ერთად იმუშაონ ყველა მონაცემისა და წვდომის უზრუნველსაყოფად, რათა შემდგომი კვლევების სერია რაც შეიძლება მალე დაიწყოს.

ტედროს ადანომ გებრეისუსი მოუწოდებს ყველა მთავრობას, მოახდინონ სიტუაციის დეპოლიტიზირება და ითანამშრომლონ COVID 19-ის წარმოშობის კვლევების დასაჩქარებლად და რაც მთავარია, ერთად იმუშაონ პანდემიის გამომწვევი მიზეზების საერთო ჩარჩოს შესაქმნელად.

იხილეთ აგრეთვე:

✅„შესაძლოა, 2022 წლის დასაწყისში მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 300 მილიონს გადააჭარბოს“ - ტედროს ადანომ გებრეისუსი

✅როგორია ვაქცინაციის ტემპი საქართველოს მეზობელ და მეგობარ ქვეყნებში?

✅აშშ-ში დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე პირებში ვაქცინის მესამე დოზის გამოყენება დაუშვეს