მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

როგორია ვაქცინაციის ტემპი საქართველოს მეზობელ და მეგობარ ქვეყნებში?

მეზობელი ქვეყნები
1628762813
COVID-19

კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად მსოფლიო აქტიურად იყენებს სხვადასხვა კომპანიის მიერ წარმოებულ ვაქცინებს, რომლებიც ფართოდ გავრცელდა და მიეწოდება ქვეყნებს. აღსანიშნავია, რომ ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ვაქცინაციის პერიოდთან გვაქვს საქმე.

იმისთვის, რომ ფართო მასებში ვაქცინაცია შედეგიანი იყოს, გაცილებით მეტია საჭირო, თუმცა ქვეყნების ვაქცინით მომარაგება - მიწოდება ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევაა.

მედიკოსთა განცხადებით, იმისათვის, რომ ვაქცინამ იმოქმედოს და ადამიანი ვირუსისაგან დაიცვას, საჭიროა ორი დოზის მიღება, რამდენიმე კვირის ინტერვალით. თუმცა, მკვლევარები არ გამორიცხავენ, რომ მომავალში მესამე დოზის დამატება გახდება საჭირო.

მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა საერთო რაოდენობა 205 მლნ-ს აჭარბებს.

ამავე მონაცემების თანახმად, მსოფლიოში კოვიდ 19-სგან გამოჯანმრთელებულ ადამიანთა რაოდენობა 184 მლნ-ს აღწევს.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 25933-მა ადამიანმა გაიკეთა. 12 აგვისტოს მონაცემებით, ჯამურად ჩატარდა 715 010 აცრა, სრულად ვაქცინირებულია 218 167 ადამიანი.

რაც შეეხება ვაქცინაციის მსოფლიოს მონაცემებს, ერთი დოზით ვაქცინირებულია მოსახლეობის 16%, ორი დოზით - 15% და ჯამში 30%.

საქართველოში ერთი დოზით აცრილია - 5,3%, ხოლო ორი დოზით - 6,7% ჯამში კი 12% არის ვაქცინირებული.

რაც შეეხება საქართველოს მეზობელ ქვეყნებს, ვაქცინაციის პროცენტული მაჩვენებელი ასეთია:

🔴 თურქეთი - ერთი დოზით აცრილია - 36%, ხოლო ორი დოზით - 15%, ჯამში კი 50% არის ვაქცინირებული

🔴 აზერბაიჯანი - ერთი დოზით აცრილია - 22%, ხოლო ორი დოზით - 9,1%, ჯამში კი 32% არის ვაქცინირებული

🔴 რუსეთი - ერთი დოზით აცრილია - 19%, ხოლო ორი დოზით - 7,2%, ჯამში კი 27% არის ვაქცინირებული.

🔴 სომხეთი ერთი დოზით აცრილია - 2,1%, ხოლო ორი დოზით - 2,4%, ჯამში კი 4,5% არის ვაქცინირებული

ვაქცინაციის ტემპი საქართველოს მეგობარ ქვეყნებში:

🔴ამერიკა - ერთი დოზით აცრილია - 50%, ხოლო ორი დოზით - 8,7%, ჯამში კი 59%

🔴ლატვია - ერთი დოზით აცრილია - 38%, ხოლო ორი დოზით - 4,7%, ჯამში კი 42%

🔴ლიტვა - ერთი დოზით აცრილია - 49%, ხოლო ორი დოზით - 7%, ჯამში კი 56%

🔴უკრაინა - ერთი დოზით აცრილია - 5,8%, ხოლო ორი დოზით - 4,1%, ჯამში კი 9,9% არის ვაქცინირებული.

იხილეთ აგრეთვე:

✔️„შესაძლოა, 2022 წლის დასაწყისში მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 300 მილიონს გადააჭარბოს“ - ტედროს ადანომ გებრეისუსი

✔️„ეს ჯერ კიდევ არ არის ინფიცირების პიკი, ეს კარგა ხანს გაგრძელდება“ - ირმა კვიცარიძე

✔️„ორსულებს თრომბოემბოლიის 38%-ზე უფრო მეტი აქვთ რისკ ფაქტორი, ვიდრე არაორსულებს - გამოსავალი ვაქცინაციაა“ - ზაზა სინაურიძე