მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ჯანმოს ავტორიზაციით ამ ვაქცინის უსაფრთხოება და ეფექტურობა მეტად მტკიცდება“ - ამირან გამყრელიძე

NCDC-ის დირექტორი
1620408722
COVID-19

„სინოფარმის“ ვაქცინისთვის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზაციის მინიჭება ნიშნავს, რომ ვაქცინის უსაფრთხოება და ეფექტურობა მეტად მტკიცდება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„ეს ბევრ რამეს ცვლის გლობალურად. დღეს ჩინეთი მსოფლიოში პირველ ადგილზეა კოვიდ საწინააღმდეგო ვაქცინების ადმინისტრირების თვალსაზრისით. საერთაშორისო ასპარეზზეც 2 ვაქცინით გადის „სინოფარმით“ და „სინოვაკით“.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია ე.წ. გადაუდებელი მდგომარეობის დროს ვაქცინის გამოყენებაზე ამ ეტაპამდე ჰქონდა ხუთ ვაქცინას, ესენია: ფაიზერი, ახლა მიიღო მოდერნამ, ასტრაზენეკას ორ ვაქცინას ჰქონდა ინდური და კორეული წარმოებისას, ასევე „ჯონსონ ენდ ჯონსონს“.

„სინოფარმი“ არის მეექვსე ვაქცინა, რომელმაც მიიღო ჯანდაცვის მსოფლიო ავტორიზაცია. დიდი ხანია, ჩინეთს წარდგენილი ჰქონდა „სინოფარმი“, ისევე როგორც „სინოვაკი“ აქვს წარდგენილი ავტორიზაციაზე. „სინოფარმი“ გამოიყენება 45-მდე ქვეყანაში და აქვს ამ ქვეყნების ავტორიზაცია.

ახლა მიიღო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისგანაც ავტორიზაცია. ეს ნიშნავს, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციით ამ ვაქცინის უსაფრთხოება და ეფექტურობა მეტად მტკიცდება.

ამავდროულად, ის ხელმისაწვდომი ხდება მეტი ქვეყნისთვის, რადგან ნდობა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციისადმი არის ისეთივე მაღალი, როგორიც გახლავთ ევროპის წამლის სააგენტოს თუ ამერიკის საკვებისა და წამლის სააგენტოს მიმართ“ - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ავტორიზაცია გახლავთ ერთ-ერთი უმაღლესი რანგი ავტორიზაციის.

„სინოფარმის“ მარაგი ამჟამად არის დაახლოებით 100 000. ჩინურ მხარესთან საქართველოს მთავრობას აქვს მოლაპარაკება და 500 000 დამატებითი დოზა ივნისში ორჯერადად იქნება შემოსული. ეს ვაქცინა განთავსდება კოვაქსზე და მისი საშუალებით მიეწოდება ქვეყნებს უფრო იაფად. თუ ჩვენ ყველა სერიოზულად ვიმუშავებთ ერთად, რა თქმა უნდა ეს ჩვენი მთავარი სამიზნე 60% მოსახლეობის აცრა ორჯერადად მიღწევადი იქნება “, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ საგანგებო გამოყენებისთვის ჩინური წარმოების ვაქცინა „სინოფარმი“ დაამტკიცა.

აგრეთვე წაიკითხეთ:👇

👉„სინოფარმს“ ნაკლები გართულება აქვს და არის ძალიან ეფექტური“