მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კლინიკების სია, სადაც „სინოფარმით“ ვაქცინაციაა შესაძლებელი

სინოფარმი
1625506566
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი (NCDC) „სინოფარმის“ მიმწოდებელთა სიას აქვეყნებს.

ორგანიზაციის ინფორმაციით, COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის ვიზიტი სამედიცინო დაწესებულებაში შეგიძლიათ დაჯავშნოთ შემდეგი გზებით:

⏩ რეგისტრაციით ელექტრონულ პორტალზე booking.moh.gov.ge

⏩ სამედიცინო დაწესებულების ცხელ ხაზზე ზარის განხორციელებით.

⏩ დაწესებულების ცხელი ხაზის ნომერი (არსებობის შემთხვევაში) მითითებულია დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ მიმწოდებელი კლინიკების ცხრილში: test.ncdc.ge

⏩ COVID 19-ის ვაქცინაციაზე რეგისტრაციასთან დაკავშირებული კონსულტაციის მისაღებად დაუკავშირდით 144 (3)
⏩ ვაქცინაციასთან დაკავშირებული სხვა შეკითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით 1522

შეგახსენებთ, რომ 5 ივლისს საქართველოში კორონავირუსის წინააღმდეგ მასობრივი ვაქცინაცია დაიწყო.

ინფორმაციისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „სინოფარმის“ ვაქცინას ავტორიზაცია 7 მაისს მიანიჭა.