მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„კომენდანტის საათის“ გაუქმებაზე საკოორდინაციო საბჭო ხვალ იმსჯელებს

კომენდანტის საათი
1624275487
COVID-19

საქართველოში „კომენდანტის საათი“ თითქმის 7 თვეზე მეტია რაც დაწესებულია, ქვეყანაში გადაადგილების შეზღუდვის მოხსნას ითხოვს ბიზნესსექტორი და საზოგადოების დიდი ნაწილი.

სავარაუდოდ, ხვალ საკოორდინაციო საბჭოზე იქნება ამ საკითხთან დაკავშირებით მსჯელობა და გადაწყდება, მოიხსნება თუ არა „კომენდანტის საათი“ ან შემცირდება თუ არა გადაადგილების შეზღუდვა გარკვეული საათებით.

რაც შეეხება პირბადის ტარებას, როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევების რაოდენობა შემცირებულია და ვითარება შედარებით სტაბილურია. ჯერ ქვეყანას არ აქვს შესაძლებლობა, რომ პირბადის ტარების რეგულაცია გააუქმოს.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, ე.წ. კომენდანტის საათის გაუქმებაზე საკოორდინაციო საბჭო ხვალ იმსჯელებს.

„საკოორდინაციო საბჭო ყოველ კვირაში ერთხელ მსჯელობს ყველა აქტუალურ საკითხზე. დიდი ალბათობით ხვალ იქნება საბჭო, მერე პრესკონფერენცია და ამ კითხვას ხვალ გაეცემა პასუხი“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

იხილეთ აგრეთვე:

✅„ეპიდსიტუაცია ნელი ტემპით უმჯობესდება“ - ამირან გამყრელიძე

✅„განიხილება ღია სივრცეებში პირბადის ტარების აუცილებლობის გაუქმება“- თენგიზ ცერცვაძე

✅რა გავლენა აქვთ COVID 19-ის ვაქცინებს ორსულობაზე? შეიძლება თუ არა ვაქცინაცია მენსტრუალური ციკლის დროს? - ჯანმო-ს მთავარი მეცნიერის განმარტება