მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ეპიდსიტუაცია ნელი ტემპით უმჯობესდება“ - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი
1624269754
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განაცხადებით, ეპიდსიტუაცია ქვეყანაში ძალიან ნელი ტემპით უმჯობესდება.

ეპიდსიტუაცია ქვეყანაში ძალიან ნელი ტემპით უმჯობესდება, სტაბილიზაცია გვაქვს, თუმცა ეს არის არამდგრადი სტაბილიზაცია, პირველი ნიშანი კი არის ის ფაქტი, რომ ბოლო ერთი კვირის დადებითობის მაჩვენებელმა ოდნავ აიწია. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ ძალიან უარესდება მდგომარეობა, მაგრამ საყურადღებოა და უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ჯერჯერობით არ მიიჩნევს მიზანშეწონილად პირბადის ხმარების მოხსნას. მესმის, რთულია ზაფხულია, მაგრამ საქართველოსთვის 300-700 შემთხვევა საკმაოდ დიდი რაოდენობა. ჯერ უნდა გავიჭირვოთ და პირბადე უნდა ვატაროთ“ - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში, უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა.

კორონავირუსი საქართველოში პირველად 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 834 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 345 582-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 15 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 175 პირი ემსხვერპლა.

აგრეთვე წაიკითხეთ:👇

👉 ეპიდვითარება საქართველოში

👉 „ზაფხულია და ყველას გვინდა თავისუფლება, მაგრამ ეს ადამიანთა სიცოცხლის ხარჯზე არ უნდა იყოს“