მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კორონავირუსის სამკურნალო მედიკამენტის გამოყენება ბრიტანეთში ორშაბათიდან დაიწყება - ზაზა წერეთელი

„კვლევებით ვარაუდობენ, რომ კორონავირუსი ძირითადად ჰაერში არსებული ნაწილაკებით გადადის“
1632056631
COVID-19

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი სოციალურ ქსელში, კორონავირუსის წინააღმდეგ მებრძოლი მედიკამენტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

მისი თქმით, „რონაპრევი“ პირველი მედიკამენტია, რომელიც სპეციალურად შეიქმნა Covid 19-ის სამკურნალოდ და ის მძიმე პაციენტების სამკურნალოდ გამოიყენება.

„როგორც გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის მდივანმა საჯიდ ჯავიდამ განაცხადა, მედიკამენტი რონაპრევი, პირველი მედიკამენტი, რომელიც სპეციალურად შეიქმნა Covid 19-ის სამკურნალოდ და მიიღო მარეგულირებელი დამტკიცება დიდ ბრიტანეთში, ორშაბათიდან გამოყენებული NHS საავადმყოფოს მძიმე პაციენტების სამკურნალოდ.

ის გამოყენებული იქნება 50 წელზე უფროსი ასაკის ანტისხეულების გარეშე მყოფი პაციენტების სამკურნალოდ და ასევე 12 -დან 49 წლამდე ასაკის იმუნოკომპრომეტირებული ადამიანებისათვის.

მთავრობამ შეიძინა პრეპარატის საკმარისი რაოდენობა, რაც მისცემს მას საშუალებას მომავალი კვირიდან დაიწყოს მისი გამოყენება შესაბამისი საავადმყოფოებში

„გაერთიანებული სამეფო ლიდერობს მსოფლიოში წამლების იდენტიფიცირებასა და გამოყენებაში, განსაკუთრებით Covid 19-ისთვის და ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს სასიცოცხლო მუშაობას, რათა ვიპოვოთ საუკეთესო სამკურნალო საშუალებები სიცოცხლის გადასარჩენად და NHS– ის დასაცავად“, - განაცხადა მდივანმა ჯავიდმა.

აგვისტოში, მედიცინისა და ჯანდაცვის პროდუქტების მარეგულირებელი სააგენტომ (MHRA) განაცხადა, რომ კლინიკური კვლევის მონაცემებმა აჩვენა, რომ რონაპრევი შეიძლება გამოყენებულ იქნეს ინფექციის თავიდან ასაცილებლად, სერიოზული ინფექციის სიმპტომების სამკურნალოდ და საავადმყოფოში მიღების ალბათობის შესამცირებლად“, - აღნიშნავს ზაზა წერეთელი.

როგორც წერეთელი აღნიშნავს, პრეპარატი არის პირველი მონოკლინური ანტისხეულების კომბინირებული პროდუქტი, რომელიც დამტკიცებულია დიდ ბრიტანეთში ვირუსული ინფექციის პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის.

„მედიკამენტი, ორი მონოკლინური ანტისხეულების კომბინაცია, გახდა პირველი მონოკლინური ანტისხეულების კომბინირებული პროდუქტი, რომელიც დამტკიცებულია დიდ ბრიტანეთში ვირუსული ინფექციის პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის.

MHRA– ს თანახმად, ეს მედიკამენტი ფარმაცევტული ფირმების Regeneron და Roche– ის მიერ არის შემუშავებული და ადრე ცნობილი იყო როგორც REGN-Cov2 . მედიკამენტი შეჰყავთ ინექციით ან ინფუზიით და მოქმედებს სასუნთქი სისტემის ლორწოვან გარსზე, სადაც ის უკავშირდება და ბოჭავს ვირუსს და ხელს უშლის მას უჯრედებზე წვდომისგან.

იმუნოკომპრომისულ ადამიანებს მიეკუთვნება კიბოთი ან ავუტოიმუნური დაავადებებით დაავადებული ადამიანები, რომლებსაც უჭირთ ვირუსზე ანტისხეულების საპასუხოდ ჩამოყალიბება, Covid 19-ით დასნებოვნების თუ ვაქცინაციის შედეგად.

მკურნალობის დასანიშნად გამოყენებული იქნებ ანტისხეულების ტესტირება რათა დადგინდეს, არიან თუ არა პაციენტები „სერონეგატიური“ - რაც იმას ნიშნავს, რომ მათ არ აქვთ საკმარისი ანტისხეულების პასუხი.ჯანდაცვის დეპარტამენტმა განაცხადა რომ მითითებები უკვე დაიგზავნა ექიმებისთვის, რათა მათ დაიწყონ მკურნალობის დანიშვნა „რაც შეიძლება მალე“, - წერს ზაზა წერეთელი.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 ისრაელი აცხადებს, რომ ანტივირუსულ პრეპარატს შეუძლია შეაჩეროს COVID-19

👉 „ანტისხეულები, რომლებიც ჩვენი იმუნური სისტემის თავდაცვის ელემენტების საწინააღმდეგოდ იწყებენ ქმედებას, არიან სიკვდილის მთავარი მიზეზი დაინფიცირებულ ზოგიერთ ადამიანში“

👉 „ვაქცინის ორი დოზის მიღება თითქმის ანახევრებს იმის ალბათობას, რომ კოვიდის გადატანის შემდეგ დაგრჩეთ ე.წ ხანგრძლივი კოვიდის სიმპტომები“

👉 მეცნიერებმა პერორალური თერმოსტაბილი e-VLP ვაქცინის გამოცდა დაიწყეს