მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კორონავირუსის შემთხვევების გამო „აჭარა ტექსტილი“ დროებით დაიხურა

აჭარა ტექსტილის საწარმო
1617448722
COVID-19

ფოთში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო, „აჭარა ტექსტილის“ საწარმო დროებით დაიხურა. ამის შესახებ ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა ნინო ლეფსაიამ განაცხადა. 

მისი თქმით, „აჭარა ტექსტილს“ კორონავირუსით ინფიცირების 75 შემთხვევა უკავშირდება.

„დღეისთვის „აჭარა ტექსტილის“ კლასტერის ჩათვლით, დაფიქსირებულია სულ 75 შემთხვევა, რომელთაგან 35 უშუალოდ საწარმოს თანამშრომელია. რადგან იზოლაციის პერიოდი მოიცავს 12 დღეს, ამიტომ „აჭარა ტექსტილმა“ მუშაობა 12 დღით შეწყვიტა“, - აღნიშნა ნინო ლეფსაიამ.

შეგახსენებთ, რომ ეპიდვითარება საყურადღებოა კასპის რეგიონის სოფლებში: იგოეთი, სამთავისი და ქვემო ჭალა.

აღნიშნულ სოფლებში სპეციალური საკონტროლო პუნქტებია მოწყობილი და მიმდინარეობს მოსახლეობის მასობრივი ტესტირება და თერმოსკრინინგი.

მოსახლეობის ინტენსიური ტესტირება ასევე მიმდინარეობს ოზურგეთში, სადაც გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა დადასტურდა.