მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„კორონავირუსის ვაქცინა სიკვდილისგან 100%-ით იცავს“ - აკაკი ზოიძე

ჯანდაცვის ექსპერტი
1616681978
COVID-19

ჯანდაცვის ექსპერტის აკაკი ზოიძის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ადამიანს სიკვდილისგან 100%-ით იცავს. 

„უნდა ვიცოდეთ, რომ კორონავირუსის ვაქცინა 2/3-ში გადაცემას მთლიანად აჩერებს. ანუ ვაქცინირებული ადამიანების უმრავლესობას ვირუსი საერთოდ არ შეხვდება, ხოლო რაც შეეხება სიკვდილს, ის 100%-ით იცავს. მარტივად რომ ვთქვათ, კორონავირუსი რომ დაგემართოთ, არ მოკვდებით“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ სატელევიზიო ეთერში ჩართვისას.

მისი თქმით, მედდა მეგი ბაქრაძე კორონავირუსთან ბრძოლას ემსხვერპლა.

„მეგი ბაქრაძე კორონავირუსთან ბრძოლას ემსხვერპლა და არა ვაქცინას, რადგან ვაქცინა არ არის კანფეტი. ეს არის საშუალება, რომ დავასრულოთ ვირუსთან ბრძოლა ანუ დავასრულოთ „გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა“, რომელსაც ყოველდღე ვისმენთ“, - აღნიშნა აკაკი ზოიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის 25 მარტის დილის მონაცემებით, ქვეყანაში 4152 ადამიანია აცრილი.

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, „ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერის“ ვაქცინების შემდეგ საქართველოში ჩინური ვაქცინა შემოვა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

„კოვიდვაქცინებზე მუშაობა, დაახლოებით, 17-18 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა“ - ზაზა წერეთელი

„ფაიზერით“ ვაქცინაცია საქართველოში 30 მარტიდან ექვს კლინიკაში დაიწყება

ზურაბ ჭიაბერაშვილი ვაქცინაციაზე: გვაქვს საგანგაშო მდგომარეობა