მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზურაბ ჭიაბერაშვილი ვაქცინაციაზე: გვაქვს საგანგაშო მდგომარეობა

1616671983
COVID-19

„გვაქვს ძალიან საგანგაშო მდგომარეობა“,- ასე აღწერს ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობას.

როგორც ზურაბ ჭიაბერაშვილმა ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში აღნიშნა, ეს გამოიწვია ერთი მხრივ, ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში „ასტრაზენეკას“ ვაქცინის შეჩერებამ და მეორე მხრივ, ახალციხელი ექთნის გარდაცვალების ფაქტმა.

ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის განცხადებით, მხოლოდ ვაქცინაცია უზრუნველყოფს მაქსიმალურ დაცვას ვირუსის გავრცელებისა და ჰოსპიტალიზაციისგან.

„ვაქცინაციის ამოცანა არ არის მხოლოდ ინდივიდუალური დაცვა, ვაქცინაციის ამოცანაა იმის შეგნება და გააზრება, რომ ეს ყველას გვჭირდება. რაც მეტი ავიცრებით, ვსპობთ იმის შანსს, რომ მეტი და მეტი ადამიანი მოხვდეს საავადმყოფოში და დაგვეღუპოს.

მე წუხელვე ჩემი მშობლები დავარეგისტრირე ზუსტად იმიტომ, რომ ვიცი, ეს არის საუკეთესო გზა მათი სიცოცხლის შესანარჩუნებლად. ვაქცინაცია 100%-იანი დაცვაა ჰოსპიტალიზაციისგან“,- განაცხადა მან.

ზურაბ ჭიაბერაშვილმა, ასევე, განაცხადა, რომ 55 წელს ზემოთ ადამიანებში უფრო ნაკლებია გვერდითი ეფექტების გამოვლენის რისკი.

„რაც უფრო ახალგაზრდაა ორგანიზმი და ძლიერია იმუნური სისტემა, მით უფრო მკვეთრად ავლენს თავს აცრის შემდგომი რეაქციები, როგორიცაა სისუსტე და ცხელება,“ - აღნიშნა მან.

აგრეთვე იხილეთ:

🔷ამირან გამყრელიძე: იმ პირებს, რომლებიც ფილერს იკეთებენ, შესაძლოა, ჰქონდეთ ადგილობრივი გართულება