მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კორონავირუსით პარტია „ლელოს“ თანამშრომელი გარდაიცვალა

იტალია, კორონავირუსი 2020
1619944487
COVID-19

კორონავირუსით პარტია „ლელოს“ ბათუმის ორგანიზაციის ოფის-მენეჯერი ირმა გოგიტიძე გარდაიცვალა.

ამის შესახებ ინფორმაციას პარტია ავრცელებს.

„ირმა ერთ-ერთი პირველი „ლელოელი“, ჩვენი აქტიური წევრი და აჭარაში პირველი ოფიციალური თანამშრომელი იყო.

ირმა გოგიტიძე ჩვენს გუნდს მაშინ შემოუერთდა, როდესაც ჯერ კიდევ არ ვიყავით პარტია, საზოგადოებრივ მოძრაობას ვქმნიდით და პირველ ნაბიჯებს ვდგამდით.

„ლელოს“ სახელით გვსურს მივუსამძიმროთ მის ოჯახს და თანამებრძოლებს. ირმას გარდაცვალებამ ყველას გული გვატკინა“, - წერია პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით 21 ადამიანი გარდაიცვალა.