მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„კორონავირუსმა, შესაძლოა, გავლენა მოახდინოს ქალის ნაყოფიერებაზე“ - ზაზა წერეთელი

ზაზა წერეთელი
1635339645
COVID-19

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი სოციალურ ქსელში, კიდევ ერთ საინტერესო კვლევაზე საუბრობს, რომელიც კორონავირუსის დროს უნაყოფობის შესაძლო პრობლემებს ეხება.

მისი თქმით, ქვეყანა ძალზე ნელა რეაგირებს (თუკი საერთოდ რეაგირებს) კოვიდით ჩადებულ დროის ნაღმებზე, ისეთზე მაგალითად, როგორიცაა უნაყოფობის შესაძლო პრობლემები მასობრივი COVID ინფექციებისგან.

ამასთან, წერეთელი ამბობს, რომ ცოტა რამ არის ცნობილი ინფექციის, დაავადების და ფარმაკოლოგიური მკურნალობის პოტენციური გავლენის შესახებ ქალისა და მამაკაცის რეპროდუქციულ სისტემებზე, განსაკუთრებით გრძელვადიან პერიოდში.

„როგორც მკვლევარებმა დაადგინეს SARS-CoV-2 შეიძლება შეიჭრას მასპინძელ უჯრედებში და დაემაგროს ACE2 -ს (angiotensin-converting enzyme), ხოლო ფიზიოლოგიურად ACE2 არეგულირებს ანგიოტენზინ II-ის (Ang II) და Ang-(1-7) დონეებს მისი ფიზიოლოგიური ფუნქციების შესასრულებლად.

ACE2 ფართოდ არის გამოხატული საკვერცხეებში, საშვილოსნოში, საშოში და პლაცენტაში. ამიტომ, SARS-CoV-2-მა, შესაძლოა გავლენა მოახდინოს ქალის ნაყოფიერებაზე. არსებობს ეჭვი, რომ ვირუსი გავლენას ახდენს კვერცხუჯრედის ხარისხზე და საკვერცხეების ფუნქციონირებაზე. ACE2, ასევე, ფართოდ არის გამოხატული სათესლე ჯირკვლებში და პროსტატის ქსოვილებში.

SARS-CoV-2-ის არსებობა COVID-19 დაავადებული მამაკაცების ადამიანის სპერმაში საკამათოა, მაგრამ გამოჯანმრთელებულ სუბიექტებში, როგორც ჩანს, უარყოფითად მოქმედებს სპერმიოგენეზზე - მოძრავი სპერმატოზოიდების შემცირება. როგორც კვლევებმა აჩვენა #COVID19-ით დაავადებული ყოველ 3 მამაკაცს აღინიშნება ერექციული დისფუნქცია.

გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ ACE2 გამოხატული იყო პერიიმპლანტაციის ემბრიონებში, რაც ვარაუდობს SARS-CoV-2 ინფექციის პოტენციურ რისკებს ემბრიონის გადატანის, პერიიმპლანტაციის ემბრიონის განვითარებისა და ორსულობის დროს.

ვირუსი, ასევე, აღმოჩენილი იქნა COVID-19 დადებითი ქალების პლაცენტაში და ზოგიერთმა კვლევამ აჩვენა ვერტიკალური გადაცემის შესაძლებლობა, რაც პოტენციურად იწვევს ორსულობის გართულებას.

კვლევები ამ მიმართულებით გრძელდება და ისინი თავიანთ ახალ შედეგებს გააზიარებენ დაინტერესებული საზოგადოებისათვის და ალბათ იმაზეც იფიქრებენ როგორ აიცილონ თავიდან საკუთარ ქვეყნებში ასეთი პრობლემები. საქართველო კი გააგრძელებს უვაქცინოდ პანდემიის დამარცხების გეზს და რა იქნება ხვალ, ეს უკვე იმათმა იკითხონო... ვინც ეს გზა ამჯობინა ვაქცინაციას და დაინფიცირებისგან დაცვას..“, - წერს ზაზა წერეთელი.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „აცრა არ იწვევს, არც ნაყოფის მხრივ და არც დედის მხრივ გართულებას“ - ნიკოლოზ კინტრაია

👉 ვაქცინები მუცლის მოშლის და თანდაყოლილი დეფექტების რისკს არ ზრდის - CDC

👉 დედის რძეში კორონავირუსის შემდეგ ანტისხეულები 10 თვის განმავლობაში რჩება - კვლევა

👉 „ახალი მტკიცებულებები მიანიშნებს, რომ COVID-19 ორსულებში ნაადრევი მშობიარობის რისკს ზრდის“