მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვაქცინები მუცლის მოშლის და თანდაყოლილი დეფექტების რისკს არ ზრდის - CDC

ორსული
1632497195
COVID-19

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მუცლის მოშლის ან თანდაყოლილი დეფექტების რისკს არ ზრდის, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ოფიციალურმა პირმა კრისტინ ოლსონმა განაცხადა.

CDC დააკვირდა 1,613 ორსულ ქალს, რომლებმაც მიიღეს ვაქცინა, რომელთაგან 30% იყო აცრილი მეორე ტრიმესტრში, ხოლო დანარჩენმა 70%-მა მიიღო ვაქცინაცია მესამე ტრიმესტრში.

„ჩვენ განვიხილეთ ამჟამად არსებული რეესტრის მონაცემები და ვერ ვიპოვეთ რაიმე მტკიცებულება, სპონტანური მუცლის მოშლის მაჩვენებლების გაზრდის შესახებ. ასევე, არ მიგვიღია რაიმე მტკიცებულება თანდაყოლილი დეფექტების შესახებ“, - განაცხადა ოლსონმა.

„არავითარი შესაბამისი ნიმუში არ არის გამოვლენილი ვაქცინის ზემოქმედების დროსა და მკვდრადშობადობის ეტიოლოგიასთან დაკავშირებით“,- აღნიშნა ექიმმა ელიზე ხარბანდამ, HealthPartners Institute– ის მკვლევარმა.

CDC აცხადებს, რომ კორონავირუსის დროს ორსულები უფრო მაღალი რისკის წინაშე დგანან, ვიდრე არა ორსულები. ასევე, კორონავირუსი ნაადრევი მშობიარობის შანსებს ზრდის.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „ახალი მტკიცებულებები მიანიშნებს, რომ COVID-19 ორსულებში ნაადრევი მშობიარობის რისკს ზრდის“

👉 „ორსულებში დელტა შტამი უფრო მეტი რისკის მატარებელია, ვიდრე სხვა პირებში“

👉 „ორსულებში განსაკუთრებით მძიმედ მიმდინარეობს კოვიდინფექცია, არ აქვს მნიშვნელობა რომელ ტრიმესტრში იქნებიან“