მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ყოველი 100 შემთხვევა გარდაცვალების დამატებით ერთ ან ორ ფაქტს ნიშნავს“ - თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე
1612879931
COVID-19

„მობილობასა და შემთხვევების ზრდას შორის პირდაპირპროპორციული კავშირია. რისკები საკმაოდ მაღალია, რადგან ინფიცირების ყოველი 100 შემთხვევა გარდაცვალების დამატებითი 1 ან 2 ფაქტს ნიშნავს“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ სატელევიზიო ეთერში ჩართვისას განაცხადა. 

მისი თქმით, მობილობის ზრდასთან ერთად, მნიშვნელოვანია გაძლიერდეს უსაფრთხოების არსებული წესების დაცვა.

„მობილობის გააქტიურებისას იქ, სადაც წესის დაცვის რისკი მაღალია, არ ხდება დისტანციის დაცვა, ნიღბის ტარების მაღალი მაჩვენებელი არ არის, რა თქმა უნდა, დიდია ინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევების ზრდის რისკი. ეს რისკი და პასუხისმგებლობა თუ არ გავაცნობიერეთ, ჩვენ ძალიან გაგვიჭირდება გავიაროთ პანდემიის ის დარჩენილი ეტაპები, რომელიც უკვე საბედნიეროდ დასრულებისკენ მიდის და რაღაცნაირად უნდა მოვერგოთ ამ წესებს, რომ უსაფრთხოდ გავიაროთ ეს დრო“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის 263 057 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულია 254 916 და გარდაცვლილია 3 306 ადამიანი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

უნდა ჩაერთოს თუ არა კერძო სექტორი კოვიდვაქცინის შემოტანაში? - გამყრელიძის განმარტება

„მხოლოდ 70 ქვეყანა აიცრა, მაგრამ თუ ყველა არ აიცრება პანდემია არ შეჩერდება“ - ზაზა წერეთელი

თამარ გაბუნია: ვაქცინის გაკეთების მსურველი მოსახლეობის 40-47%-ია