მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„კუმულაციური  ინციდენტობის მაჩვენებელმა კუდი ჩამოსწია“ - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი
1630402883
COVID-19

„ქვეყანაში ეპიდსიტუაციის სტაბილიზაცია დაიწყო“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, აცრების მაჩვენებელი მკვეთრად გაზრდილია ქვეყანაში.

„ქვეყანაში ეპიდსიტუაციის სტაბილიზაცია დაიწყო. პირველად დღეს, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში დადებითობის მაჩვენებელი, მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩამოსცდა 10%-ს. ბოლო სამოცი დღის განმავლობაში, კუმულაციური ინციდენტობის მაჩვენებელმა კუდი ჩამოსწია ქვემოთკენ, ანუ გადაიარა პიკი და ქვემოთკენ მოდის. შეიმჩნევა ძალიან მცირე, მაგრამ სტაბილიზაციის ნიშნები ყველა პარამეტრით“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში განახლდება

👉 მუნიციპალურ ტრანსპორტზე შეზღუდვა გახანგრძლივდა

👉 „4 ოქტომბერს, ქალაქებში სადაც ინფიცირების მაჩვენებელი იქნება 4%-ზე ქვემოთ, სწავლა აუდიტორიებში განახლდება“