მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ქვეყანაში ინდური შტამი არ დადასტურებულა“ - პაატა იმნაძე

გამყრელიძის მოადგილე
1620154040
COVID-19

„ჯერჯერობით, ჩვენს ქვეყანაში ინდური შტამი არ დადასტურებულა“ - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა.

„ჯერჯერობით, ჩვენს ქვეყანაში ინდური შტამი არ დადასტურებულა. ვერ გეტყვით საიდან გავრცელდა ეს ინფორმაცია, დადასტურებული რომ ყოფილიყო, ნამდვილად მეცოდინებოდა.

რაც ჩვენ ინფორმაცია გვაქვს ინდოელი კოლეგებისგან, იგივე ვაქცინებს რაც შეეხება, იქ ორი ტიპის ვაქცინაა, ერთია „სინოფარმი“/ „სინოვაკის“ ტიპის ანუ „დახოცილი ვაქცინა“, მეორე ესაა „ასტრა-ზენეკა“, ოღონდ ინდოეთში ნაწარმოები.

ორივე ვაქცინა კარგად მუშაობს ინდურ შტამზე, ამიტომ, ვაქცინების მხრივ პრობლემა არ არის. ის რაც ყველა სხვა შტამისგან იცავს, ანუ პირბადე და დისტანციის დაცვა, ძალიან კარგად მუშაობს ინდურ შტამზეც. ასე რომ, არაფერი დიდად არ შეიცვლება, უბრალოდ, ბრიტანული შტამის მსგავსად ის უფრო ადვილად გადადის და სწრაფად ვრცელდება“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 313 742 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 295 458 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 4 183 ადამიანი.

ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 89 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში - 788 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 4209 პირი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო.

ამ დროისთვის ქვეყანაში აცრა „ფაიზერის“, „ასტრა-ზენეკასა“ და „სინოფარმის“ ვაქცინებით მიმდინარეობს.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „ვიღაცა თუ იმიტომ აიცრა, რომ ევროპაში იმოგზაუროს, რა თქმა უნდა, ეჭვები გაუჩნდება“

👉 „სინოფარმით“ ვაქცინაცია გაცილებით უკეთესია“

👉 „ინდურ შტამს უფრო სწრაფად შეუძლია დააზიანოს სამიზნე ორგანო, ვიდრე ჩვენ ქვეყანაში მოცირკულირე კორონავირუსს“

👉 ვაქცინამ შესაძლოა ვერ დაგვიცვას ინდური შტამისგან