მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ყველა კვლევა ადასტურებს პრეპარატის სარგებელს“- ნანა გეგეჭკორი კორონავირუსის მკურნალობაზე

კარდიოლოგი
1614767969
COVID-19

„დექსამეტაზონი“ არის ერთ-ერთი მიზეზი სიკვდილიანობის შემცირებისა COVID 19-ის მძიმე ფორმების დროს. ყველა კვლევა ადასტურებს ამ პრეპარატის სარგებელს, მაგრამ მხოლოდ იმ პაციენტებში ვისაც ამა თუ იმ ფორმით სჭირდება ჟანგბადი“, - ამის შესახებ ამერიკაში მოღვაწე ქართველი კარდიოლოგი ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში წერს. 

მისი თქმით, პრეპარატის გამოყენება ინფიცირების იოლი ფორმისას დაუშვებელია.

„არ შეიძლება „დექსამეტაზონის“ გამოყენება COVID 19-ის მსუბუქი ფორმით დაავადებულებში. არ უჩვენებია არც ერთ კვლევას ამ ჯგუფში „დექსამეტაზონის“ სარგებელი. მითუმეტეს, არც ერთ კარგად დაგეგმილ, სანდო კვლევაში არ ყოფილა „დექსამეტაზონის“ ის დოზები რასაც საქართველოში ხშირად იყენებენ.

ვისაც ოდნავ მაინც ესმის „დექსამეტაზონის“ მოქმედების მექანიზმი მიხვდება რატომ არის ის სასარგებლო მხოლოდ იმ პაციენტებში ვისაც მძიმე ანთებითი რეაქცია აქვს და რატომ არ მეორდება იგივე შედეგი იმ პაციენტებში ვისაც არ სჭირდება ჟანგბადით თერაპია.

საუკეთესო მედიკამენტიც კი შეიძლება აღმოჩნდეს უკიდურესად მავნე, თუ ის ჩვენების გარეშე გამოიყენე. კვლევებს კი სწორად წაკითხვა სჭირდება, რათა იქიდან მიღებული ინფორმაცია სასარგებლო გამოცდილებად იქცეს პაციენტისთვის“, - აღნიშნავს ექიმი.

ინფორმაციისთვის, მსოფლიოში კორონავირუსის 115 380 161 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულია 91 178 947 და გარდაცვლილია 2 562 441 ადამიანი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

იმნაძე: ახალი პრეპარატი ალბათ ვაქცინაზე უფრო დიდი გარღვევა იქნება

თენგიზ ცერცვაძე ჩინური ვაქცინის შემოტანის საკითხთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

„არ ვიყავი ბოლომდე დარწმუნებული, რომ ჩინური ვაქცინით უნდა დაგვეწყო აცრები ქვეყანაში“ - იმნაძე