მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ყველაფერს ზღვარი აქვს, არ უნდა გამოვცადოთ ჯანდაცვის სექტორი“ - თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი
1636273446
COVID-19

ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ გაუარესებული ეპიდვითარების შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, რაღაც მომენტში დადგება დრო, როდესაც კლინიკური სექტორი გაზრდილი ნაკადების მართვას ვეღარ შეძლებს.

„ჩვენ უკვე გადავიარეთ მე-4 ტალღის პიკი და გვაქვს მე-5 ტალღის პიკი. ჯერჯერობით არცერთი ავადმყოფი არ დარჩენილა ექიმის გარეშე.

ყველაფერს ზღვარი აქვს, არ უნდა გამოვცადოთ ჯანდაცვის სექტორი. თუ კოვიდპასპორტს არ შემოვიღებთ, თუ პირბადეების ხმარებაზე კონტროლი არ გამკაცრდება, თუ ხალხმრავალი შეკრებები თუნდაც 1-2 კვირის მერე არ შეწყდება და თუ დავკარგავთ საღი აზრის განცდას, მაშინ, რა თქმა უნდა, რაღაც მომენტში, დადგება დრო, როცა კლინიკური სექტორი ვერ აუვა ამ გაზრდილი ნაკადების მართვას“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „აცრა არ იწვევს, არც ნაყოფის მხრივ და არც დედის მხრივ გართულებას“ - ნიკოლოზ კინტრაია

👉 ვაქცინები მუცლის მოშლის და თანდაყოლილი დეფექტების რისკს არ ზრდის - CDC

👉 დედის რძეში კორონავირუსის შემდეგ ანტისხეულები 10 თვის განმავლობაში რჩება - კვლევა

👉 „ახალი მტკიცებულებები მიანიშნებს, რომ COVID-19 ორსულებში ნაადრევი მშობიარობის რისკს ზრდის“