მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ლეტალობის მაღალი მაჩვენებელი გარკვეული პერიოდი შენარჩუნდება“ - ლევან რატიანი

ექიმი ლევან რატიანი
1630495735
COVID-19

„ლეტალობის მაღალი მაჩვენებელი გარკვეული პერიოდი ისევ შენარჩუნდება“, - ამის შესახებ თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა, რეანიმატოლოგმა ლევან რატიანმა სატელევიზიო ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ამჟამად საუნივერსიტეტო კლინიკაში თავისუფალი ადგილები არ არის.

„პიკის დაღმასვლა ხდება, მაგრამ ლეტალობის ინდექსი მაინც შენარჩუნდება გარკვეული პერიოდი, იმიტომ რომ ბოლო სამი კვირა მაღალი გვქონდა ინფიცირების მაჩვენებელი.

ინფიცირების მაჩვენებელი და ლეტალობა პირდაპირ პროპორციულია ერთმანეთთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, ალბათ ეს შენარჩუნდება გარკვეული პერიოდი, მაგრამ ლეტალობაც ძალიან მალე დაიწყებს დაღმასვლას.

ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რაც შეიძლება მეტი გადარჩენილი სიცოცხლე გვქონდეს. ორი წელიწადია არავის არ გვინახავს მზის შუქი, ამიტომ, ყველა თავს უნდა გაუფრთხილდეს“, - აცხადებს ლევან რატიანი.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „ქვეყანა უნდა ჩაიკეტოს, ვირუსი უნდა ჩაწყნარდეს და შემდეგ ნელ-ნელა გაიხსნას“

👉 საქართველოში მონოკლინური ანტისხეულებით მკურნალობა უახლოეს მომავალში დაიწყება

👉 „წლამდე ასაკის ბავშვებში განსაკუთრებით სახიფათოა დელტა შტამი“